ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46253

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის ვიცე–გუბერნატორს გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს მიანიჭეს კამერგერის წოდება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის სტატია, რომელშიც იგი ქართველებს ურჩევდა შეესწავლათ ძველი სომხური ენა, რათა ქართულ–სომხური ისტორიული წყაროები საფუძვლიანად ეკვლიათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 16 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საბერძნეთი და ევროპის ქვეყნები“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ემინი 45 წელი პედაგოგიურ ასპარეზზე იღვწოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსეთს პირველად ემინიმ გააცნო სომხური აპოკრიფები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ემინის თარგმანით, განმარტებებით რუსულად და ფრანგულად სომეხი მწერლების ქრონიკები გამოიცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ გაზეთ „ივერიას“ ემინის ისტორიული და ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ცნობები მიაწოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 17 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „დასავლეთის ეტიკეტი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 18 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ევროპა ომის მოლოდინში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 აპრილს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა რაჟდენ ჩიკვაიძის წერილი „ჩვენ პუბლიცისტებთა მიმართ“, რომელშიც გაკრიტიკებულნი იყვნენ ილია ჭავჭავაძე და „ივერიის“ თანამშრომელი ილია ხონელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 19 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „პარლამენტი და გლადსტონის კანონპროექტი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა, ილარიონ გამყრელიძემ, საზოგადოების დამხმარე წევრს, მარიამ დემურია-ივანიშვილს საწევრო – 6 მანეთი გადასცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესაში მოღვაწეობდა პროფესორი ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი ახალბედა პროფესორი იყო, თუმცა საქმის ცოდნით ყურადღება მიიქცია ოდესის სამეცნიერო წრეში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროფესორი პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი ოდესის სამეცნიერო წრეში ცნობილი იყო, როგორც ხელოვანი, ქიმიკოსი და მას საკუთარი ნაშრომებით არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ნიჭი, ცოდნა და სიბეჯითე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესაში მოღვაწეობდა პროფესორი პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 22 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „მოსავლის მავნებლებთან ბრძოლის შესახებ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილის ფელეტონი „ძველი ქართული ოჯახი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 23 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სერბიის განსაცდელი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 24 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ახალი დასის მოლოდინში“.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ვერის პირველ ნაწილში უსახელოს ქუჩაზე მდებარე ქვითკირის სახლი და 350 კვადრატული საჟენი მიწა, როლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა განიხილეს. წინამძღვრიშვილი ტოვებდა საზოგადოებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 25 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საბერძნეთი თოფქვეშ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მასწავლებელმა მ. მ. ცაგარეიშვილმა გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ სკოლის დახმარებით ბევრი ადამიანის ნიჭს შეამჩნევდნენ, გაუხსნიდნენ გზას. ისინი ცოდნით არამხოლოდ მშობელს, არამედ სამშობლოსაც გამოადგებოდნენ და კეთილ საქმეებს გააკეთებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მასწავლებელმა მ. მ. ცაგარეიშვილმა გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ სკოლის გახსნამდე ბევრი ადამიანის ნიჭი შეუმჩნეველი იყო და დაიკარგა.