რეგისტრირებული ფაქტები47944
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 11 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ლ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარე ნიკოლოზ ცხვედაძის განკარგულებით, მდივან პეტრე მირიანაშვილს, ასევე იაკობ გოგებაშვილს, დავით კარიჭაშვილსა და ალექსანდრე მიქაბერიძეს დაევალათ წლიური ანგარიშის წაკითხვა, შესწორება და დასაბეჭდად გადაცემა.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე 42 წლის, დაოჯახებული და 4 შვილის მამა იყო.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ბათუმის სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე იყო გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი, წევრები კი იყვნენ: დ. კლდიაშვილი, მ. ბეთანოვი, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წელს კავკავის სკოლის კომიტეტის წევრები იყვნენ: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ალ. პ. სარაჯიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი, კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული და მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს აცნობა, რომ სამრევლო სკოლა მისგან 11 მანეთის გადახდას ითხოვდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, ია კარგარეთელის შედგენილი ქართული ხმების კრებული დაებეჭდათ და ავტორისთვის მიეცათ შემოსავლის ნახევარი, ავანსად – 50 მანეთი. ოქმს ხელს აწერენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ხონის ბიბლიოთეკის წარმომადგენელთა თხოვნა, ბიბლიოთეკაზე პასუხისმგებელ პირად ვიქტორ ქუთათელაძე დაენიშნათ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ოლღა გურამიშვილის წერილი ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ფოტოგრაფ ვასილ როინაშვილის მოხსენება, რომ 1-ელი თებერვლიდან თანაშემწედ მოიწვია ფოტოგრაფი ტარას სვიმონის ძე მომცელიძე, ხოლო რეტუშორმა ნიკა ფიცხელაურმა თავი დაანება სამსახურს. გამგეობამ დაამტკიცა მომცელიძე, ფიცხელაურის ადგილი დატოვა დროებით თავისუფლად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების აპრილის ხარჯთაღრიცხვა – შემოსავალი იყო 898 მან. 42 კაპ., ხარჯი – 1 559 მან. 67 კაპ. საზოგადოებას ჰქონდა სულ 18 472 მან. 82 კაპ., ვალი – 155 მან. 20 კაპ., ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა. საკითხის განხილვა გადაიდო 7 მაისის საგანგებო კრების შემდეგ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს, როგორ უნდა მიეგოთ პატივი 30 აგვისტოს მოკლული ილია ჭავჭავაძისათვის.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, რომ დავით კარიჭაშვილი და ივანე რატიშვილი ყოფილიყვნენ ილია ჭავჭავაძის დასაფლავებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები. მათ დაევალათ, დასწრებოდნენ ილია ჭავჭავაძის გადმოსვენებას საგურამოდან თბილისში.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ანდერძი. გამგეობამ საჭიროდ მიიჩნია, სასამართლოსთვის მეურვის გამოყოფა ეთხოვა, რადგან ოლღა გურამიშვილი ავადმყოფობის გამო ილიას ანდერძის შესრულებას ყურადღებას ვერ მიაქცევდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ ფირცხალავამ განაცხადა, რომ საზოგადოების გამგეობას დაუყოვნებლივ უნდა გამოეცა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები და მწერლის პატივსაცემად და მისი ფონდის გასაძლიერებლად საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში სალიტერატურო ღონისძიებები გაემართა ილიას ნაწარმოებების მიხედვით.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, რომ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები ცალ-ცალკე გამოცემებად დაებეჭდათ. ამ საქმის ორგანიზება სამსონ ფირცხალავასა და დავით კარიჭაშვილს დაევალათ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულიყო სალიტერატურო საღამო, რომლის ორგანიზება სამსონ ფირცხალავას დაევალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯორჯაძის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთის სესხების თაობაზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა გომარეთის სკოლის მასწავლებლის, მიხეილ კლიმიაშვილის თხოვნა, რომ გამგეობას სკოლისთვის მიეცა 30 რუსულის სამხაზიანი რვეული, 30 ქართულის რვეული N1 და 10 რვეული N2, 1 კოლოფი კალმები და 10 კალმისტარი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, სკოლას წიგნებით დახმარებოდნენ. გამგეობამ 18 მანეთისა და 50 კაპიკის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაამტკიცა ანგარიში ოლღა ჭავჭავაძისათვის ბაზრობის გასამართად 100 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.