ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს მარიამ მიხელის ასული საფაროვისა არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს რაფიელ დავითის ძე ერისთავი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს საურთიერთო კრედიტის საზოგადოების კრებაზე მრჩეველ წევრად კენჭი იყარეს ათაბეგოვმა, იზმაილოვმა, წოვიანოვმა და ივანე შადინოვმა. წოვიანოვმა და შადინოვმა მიიღეს თეთრი კენჭები, დანარჩენებმა – შავი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 29 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ირლანდიის ისტორია“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაბანოვი და ბეჟანოვი კენჭს იყრიდნენ საურთიერთო კრედიტის საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ მეცნიერული მოღვაწეობის 50 წლისთავის საიუბილეოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გაზეთ „ივერიის“ სახელით დეპეშები გაუგზავნა მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორს, არმენოლოგ ნიკიტა ემინს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 1 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „მოუსავლიანობა ირლანდიაში“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ი. გლავიჩი კაპელმაისტერი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვმა პირველ კლასიკურ გიმაზნიას 300 მანეთი შესწირა ორკესტრული სწავლების გასაძლიერებლად, თვითონ სასწავლებელმა კი ამ საქმეს 1000 მანეთი მოახმარა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი პირველი კლასიკური გიმნაზიის მზრუნველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ი. გლავიჩი პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ორკესტრს ასწავლიდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილით დათარიღებულ წერილში ნიკო მთვარელიშვილი თხოვნით მიმართავს ვინმე ბატონ ალექსანდრეს: ერთი მხრივ, აღადგინოს №118 ქვითარზე მის მიერ არასწორად გადახაზული ადგილი და, მეორე მხრივ – ხელი მოაწეროს №128 ქვითარს.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ფსევდონიმი ვ. ო. იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ლექსი „ლოცვა“ დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგმა ახალი დრამა „ცხოველი სურათები“ დაწერა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე დრამას „ცხოველ სურათებს“ წარმოადგენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე სცენას „არსენადან“ - არსენა და სირაჯს წარმოადგენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე დივერტისმენტს წარმოადგენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე წარმოადგენდა სცენას ვოდევილიდან „დილა ქორწილის შემდეგ“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე ლექსებს წაიკითხავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი საჭიროდ თვლიდა გამოეცხადებინა, რომ თბილისში შეიქმნა ერთადერთი ქართული ხორო და სხვა არ არსებობდა, არავის შეშლოდა ქართული სიმღერების მოყვარულ ჯგუფში ხოროს წევრები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი წერდა, როცა ქართულმა დრამატულმა დასმა გამოაცხადა, რომ მათ კონცერტში მონაწილეობას იღებდა ქართული ხორო ძალიან გაუკვირდა, რადგან კონცერტში მონაწილეობდნენ არა ხოროს წევრები, არამედ ქართული სიმღერების მოყვარულთა ჯგუფი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი წერდა, რომ მხოლოდ ქართული დრამატული საზოგადოების რამდენიმე წევრმა იცოდა ქართული ხოროს არსებობის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი წერდა, რომ სამი თვე იყო, რაც ქართული ხორო არსებობდა. ეს არავისთის უთქვამთ, თუმცა თითქმის მთელმა ქალაქმა იცოდა.