რეგისტრირებული ფაქტები46264
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილი ანტონ ივანეს ძე ნატროშვილს ახალი საქმისმწარმოებლის დანიშვნამდე ბევრ საქმეში ეხმარებოდა და ზაფხულშიც კი მუშაობდა.
1897
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლა დაარსდა 1897 წელს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1884
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლა დაარსდა 1884 წელს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1884
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლა დაარსდა 1884 წელს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა იყო ხელთუბნის სკოლის კომიტეტის წევრი.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოება თავისი ხარჯით ინახავდა კავკავის სკოლას. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სვიმონ სალარიძე გომარეთის სკოლაში ასწავლიდა ერთი წელი და მისი ხელფასი შეადგენდა 420 მანეთს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი კავკავის სკოლაში ერთი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი იყო 360 მანეთი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე ქუთაისის სკოლაში ასწავლიდა ხუთი წელი და მისი ხელფასი იყო 1270 მანეთი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 13 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია სვიმონის ძე აგლაძის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან სესხის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 13 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1918
ტიპი: თანამდებობა
თბილისის მე-8 გიმნაზიის დირექტორი იყო სპირიდონ ჯორჯიკია, საქმისმწარმოებელი კი – ივანე ბერიაშვილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის პირველი სექტემბრიდან 1917 წლის 5 ოქტომბრამდე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი იყო თბილისის მე-7 გიმნაზიის საქმისმწარმოებელი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, იოსებ ივანეს ძე ოცხელი ქუთაისის სკოლაში ოთხი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 2280 მანეთს შეადგენდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სილოვან თომას ძე ხუნდაძე ქუთაისის სკოლაში ასწავლიდა ოცდაერთი წელი და მისი ხელფასი შეადგენდა 1920 მანეთს.
1919
ტიპი: თანამდებობა
ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა იყო თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ხატვის მასწავლებელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
გორის ქალთა გიმნაზიის საქმის მწარმოებელი და კლასის დამრიგებელი თამარ ილარიონის ასული ციციშვილი-გუბარევისა სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან არ შეეძლო საქმის წარმოება ქართულ ენაზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
ნინო კარიჭაშვილი გორის ქალთა გიმნაზიაში რუსულ ენას დაბალ და მაღალ კლასებს ასწავლიდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა მიხეილ კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიას არ სჭირდებოდა რუსული ენის ოთხი მასწავლებელი, რადგან არც ერთ მათგანს არ ჰქონდა გაკვეთილების საკმარისი რაოდენობა და გაკვეთილების რაოდენობის გამო არც ერთი მატერიალურად უზრუნველყოფილი არ იყო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის სექტემბერში ქართველ ქალთა ამხანაგობის მასწავლებელმა სალომე მაღალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნების უფასოდ გადაცემა სთხოვა. გამგეობამ 10 მანეთის ღირებულების წიგნები გამოუყო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილისათვის „დედა ენის“ ჰონორარის გადაცემის საკითხი. გოგებაშვილმა მიიღო 1000 მანეთი და კიდევ ამდენივე ერგებოდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 23 იანვარს სამსონ ფირცხალავასა და პართენ გოთუას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ღონისძიების მოწყობა დაავალეს.