ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46264

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ მთავრობა შეუდგა ქვეყანაში მოეწესრიგებინა საკუთრების არსებობის საკითხები. საკუთრების ცნება ყველა მოქალაქისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო. მთავრობის ამ წამოწყებას ყველა სიხარულით შეეგება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში მიწის საკუთრების არარსებობა იწვევდა ქაოსს. მიწის გამო უამრავი უსიამოვნება მომხდარა ადამიანებს შორის და ხშირად დანაშაულიც კი ჩაუდენიათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიწის, როგორც საკუთრების, საკითხებს ქვეყანაში, რადგან მათ გარეშე მიწათმოქმედების საქმეების წარმართვა შეუძლებელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ საქართველო მიწათმოქმედი ქვეყანა იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ საქართველოს მიწათმოქმედების გარდა სხვა რესურსი და საშემოსავლო წყარო თითქმის არ გააჩნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ სოფიო ვ. არღუთინსკაია პატარა გოგონებისთვის აარსებდა საყმაწვილო ბაღს და დაწყებით სკოლას პანსიონითურთ. მოსწავლეების მიღება დაიწყებოდა 20 აგვისტოდან დილის ათიდან ორ საათამდე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 21 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულში დაიბეჭდა სათაურით „მამულების გამიჯვნა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი და იოსებ რომანოზის ძე მრევლიშვილი იღებდნენ ყმაწვილებს მოსამზადებლად საშუალო სასწავლებლებში. მისამართი: ვარანცოვის ხიდის პირდაპირ, ნიკოლაევის ქუჩა, თ. გრუზინსკის სახლი N 21.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „თფილისის ფურცლის“ ცნობა, რომ ლორთქიფანიძემ ჩითახოვისაგან შეიძინა მიწა მუშტაიდის ბაღის გვერდით და სურდა დიდი ქვის შენობის აგება საერო თეატრისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანმა და იოსებ რომანოზის ძე მრევლიშვილმა ყმაწვილების მოსამზადებლად პანსიონი და სასწავლებელი დააარსეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 22 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულში დაიბეჭდა სათაურით „ალექსანდრე მთავრის დაბრუნება ბულგარეთში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელის სტატია იმერეთის შესახებ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. პ. პობედონოსცევი იყო წმინდა სინოდის ობერპროკურორი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „მწყემსის“ ინფორმაცია, რომ კ. პ. პობედონოსცევი და ვლადიმერ კარლოსის ძე საბლერი თბილისიდან გელათის მონასტრის სანახავად მიემგზავრებოდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე იყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „მძარცველები“ და „დღის ავაზაკები“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის სკოლის ინსპექტორად ვასილ როსტომის ძე ყიფიანის ნაცვლად იგეგმებოდა ალექსი ჭიჭინაძის მოწვევა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის სკოლის ინსპექტორმა ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ავადმყოფობის გამო დატოვა თანამდებობა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 23 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის მმართველობის რეფორმის საკითხზე“.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 25 აგვისტოს ე. ი. ქართველიშვილი დიდუბის სასაფლაოზე დაკრძალეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 აგვისტოს ახუთის სკოლის მასწავლებელმა დიმიტრი ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა მოხსენება N32, რომელშიც აცნობებს, რომ 15 აგვისტოს მიიღო 12 მანეთის ღირებულების სასწავლო წიგნები და ნივთები.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან ჯანდიერი თონეთის მაზრის უფროსი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ი. ქართველიშვილმა ოქროს მედლით დაასრულა სასწავლებელი.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან ჯანდიერის შვილი სვიმონ ჯანდიერი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ი. ქართველიშვილი ძალიან შრომისმოყვარე და საქმის მცოდნე ადამიანი იყო.