ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50017

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 31 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 30 მაისს“, რომელიც მწერლის ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკს შემოსავალი რუსეთის იმპერიის მასშტაბით ჰქონდა და თუკი იგი 500-600 მილიონს სესხად გასცემდა, 0,25%-იანი კრედიტით წლიურად 1 250 000 ან 1 500 000 მანეთი ექნებოდა მოგება, რაც სრულიად საკმარისი იყო ხარჯების დასაფარად. ამ მონაცემებით სახელმწიფო ბანკის კერძოსთან შედარება არც შეიძლებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკაკი წერეთლის ლექსები რუსულ ენაზე ითარგმნა და უახლოეს დღეებში დაიბეჭდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გასულ წელს ვარლამ ივანეს ძე ჭილაძეს სურდა მწერლების თხზულებების კრებული გამოეცა, მაგრამ ვერ მოხერხდა, უცნობია, რამ შეუშალა ხელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკი კერძო ბანკთან შედარებით უფრო დაბალ 0,25%-იან კრედიტს სთავაზობდა თავადაზნაურობას, რადგან სახელმწიფოს ხაზინაში ჰქონდა ფინანსური რესურსი ბანკის მართვა-გამგეობისთვის ცალკე გადაედო თანხა, ზარალისთვის – ცალკე და სათადარიგო თანხაც ჰქონოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს ყოველწლიურად 1,5% გარდა სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რომლის იმედად 1883 წელს ბანკის გამგეობამ კრებაზე ითხოვა კრედიტის 0,5%-ით გაიაფება, თუმცა თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკში კრედიტის გასაიაფებლად უნდა დაეკლოთ პროცენტი ორი ტიპის შენატანზე: სარგებელ სამატსა და ბანკის სარგებელზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი ილია ჭავჭავაძეს მიმართავდა, საკუთრების საქმეების მოსაგვარებლად გაეთვალისწინებინა საკუთარი გამოცდილება და ბანკის მეპატრონეების რჩევა-მოსაზრებები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ყოველწლიური შემოსავალი 77 396 მანეთი არ იყო საკმარისი 35 000 მანეთის ხარჯი დაეფარა, სათავადაზნაურო სკოლა შეენახა, რისთვისაც 22 000 მანეთი იყო საჭირო და თან ყოველწლიური ზარალისთვისაც გადაენახათ თანხა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ყოველწლიური შემოსავლიდან – 77 396 მანეთიდან 30 996 მანეთი შემოდიოდა სოფლის მამულების სესხებიდან, ხოლო 46 400 მანეთი – ქალაქის სესხებიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ყოველწლიური შემოსავალი შეადგენდა 77 396 მანეთს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკში კრედიტის გასაიაფებლად შეეძლოთ შემოსავალისთვის – 1,5%-თვის მხოლოდ 0,5% დაეკლოთ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნვდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს ჯამში გაცემული ჰქონდა 5 159 779 მანეთი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის შემოსავალს – 1,5%-ს უნდა დაეფარა ყველანაირი ზარალი და ხარჯი, რაც კი არსებობდა საბანკო საქმეში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის შემოსავალი – 1,5% იყო უმთავრესი წყარო ბანკის წმინდა მოგებისა, რომლის გარეშეც იგი თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს შემოსავლის 1,5%-ით ყოველწლიურად უნდა დაეფარა ბანკის მართვა-გამგეობის ხარჯი, რაც შეადგენდა 35 000 მანეთს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს შემოსავალი ჰქონდა მხოლოდ მესამე ტიპის შენატანიდან – სარგებელი სხვადასხვა ხარჯებისათვის, რაც 1,5% შეადგენდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკი ორი ტიპის გადასახადს – სარგებელ სამატსა და თავნი სარგებელს – იღებდა ვალის ამღები პირიდან და აძლევდა ფულის ბაზარს. ამ ორი ტიპის გადასახადისაგან ბანკს შემოსავალი არაფერი რჩებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სარგებელი სხვადასხვა ხარჯების დასაფარად შეადგენდა ყოველ ას გირავნობის ფურცელზე 1,5%-ს, რომლის გაზრდა-შემცირებას მხოლოდ ბანკის წმინდა მოგებაზე ჰქონდა გავლენა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ იმ შემთხვევაში თუ სარგებელ სამატს 6%-დან 5%-მდე შეამცირებდნენ და გირავნობის სარგებელიც 6%-დან 5%-მდე შემცირდებოდა, შედეგადაც კრედიტი ბანკში კი არ გაიაფდებოდა, არამედ გაძვირდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკში გადასახდელი თანხის სამი ტიპი არსებობდა: 1. სარგებელი სამატი 2. სარგებელი თავი და 3. სარგებელი ბანკის, რაც სხვადასხვა აუცილებელი ხარჯების დასაფარ თანხას გულისხმობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ლ ივნისს ქართული დრამატული დასი გამართავდა წარმოდგენას „მონასტრის ზღუდეთა შორის ანუ და ტერეზია“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე ყაზბეგი (მოხევე), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ. წარმოდგენა დაიწყებოდა 8-ის ნახევარზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის პირველი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 31 მაისს“, რომელიც მწერლის ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 3 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „დავა საზღვრის გამო რუსეთსა და ჩინეთს შორის“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 4 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „გლადსტონის პროექტი ირლანდიის თვითმმართველობის შესახებ“.