რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე ვიცეგუბერნატორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე იაგორის ძე ფითოევი რუსული თეატრის ანტერპრენიორი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ წიგნი „ვახუშტის საქართველოს ისტორია“ შეავსო განმარტებებით, ახალი არქეოლოგიური და ისტორიული ცნობებით. წიგნის შენიშვნებში მსოფლიო ისტორიული ცნობების გარდა მოტანილი იყო უცხო ტომების გავლენა საქართველოზე, ცნობები სხვადასხვა ქრონიკებიდან თუ წარწერებიდან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, „ვახუშტის საქართველოს ისტორია“ თბილისში, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის ცენტრალურ წიგნის მაღაზიაში და ქუთაისში – ვ. ჭილაძესთან იყიდებოდა. წიგნის ფასი სამი მანეთი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გამოიცა და ახლად დაიბეჭდა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ შედგენილი „ვახუშტის საქართველოს ისტორია“. წიგნის შინაარსი სამი წინასიტყვაობისაგან შედგებოდა: 1. განხილვა ძველი ქართული ქრონოლოგიისა; 2. ცნობა ვახუშტიზე და მის ქარტიებზე; 3. ქართული ისტორიული წყაროებისა და „ქართლის ცხოვრების“ მნიშვნელობაზე. ასევე, თავმოყრილი იყო ცნობები საქართველოს ძველ წესდებებსა და ზნე-ჩვეულებებზე, ძველი ისტორიიდან საქართველოს სამეფო-სამთავროებად დანაწილების პერიოდამდე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლადგადმოკეთებული რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომლის ფასიც შეადგენდა 3 მანეთსა და 60 კაპიკს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დაიბეჭდა და გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა „მეთოდური სახელმძღვანელო სამშობლო ენის შესასწავლად“, რომლის ღირებულება 20 კაპიკი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მაისს პარასკევს ქართულ თეატრში გაიმართებოდა სამმოქმედებად დრამა ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის (მოჩხუბარიძის) თხზულება „არსენა“, საიდანაც ნინოს როლს ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალოვისა შეასრულებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მაისს პარასკევს ქართულ თეატრში გაიმართებოდა დივერტისმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, ანდრონიკოვისა, ვაჟა ფშაველა, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე) და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მაისს ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე), ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვაჟა-ფშაველა, დავით მერაბის ძე გამყრელიძე და სხვ. ქართულ თეატრში დივერტისმენტს წარმოადგენდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მაისს ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი და ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილისა ქართულ თეატრში დრამა „არსენას“ წარმოადგენდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელ ივლისს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა პიესას „მონასტრის ზღუდეთა შორის ანუ და ტერეზიას“, რომელშიც მონაწილეობდნენ ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკს შემოსავალი რუსეთის იმპერიის მასშტაბით ჰქონდა და თუკი იგი 500-600 მილიონს სესხად გასცემდა, 0,25%-იანი კრედიტით წლიურად 1 250 000 ან 1 500 000 მანეთი ექნებოდა მოგება, რაც სრულიად საკმარისი იყო ხარჯების დასაფარად. ამ მონაცემებით სახელმწიფო ბანკის კერძოსთან შედარება არც შეიძლებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკაკი წერეთლის ლექსები რუსულ ენაზე ითარგმნა და უახლოეს დღეებში დაიბეჭდებოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ბანკი კერძო ბანკთან შედარებით უფრო დაბალ 0,25%-იან კრედიტს სთავაზობდა თავადაზნაურობას, რადგან სახელმწიფოს ხაზინაში ჰქონდა ფინანსური რესურსი ბანკის მართვა-გამგეობისთვის ცალკე გადაედო თანხა, ზარალისთვის – ცალკე და სათადარიგო თანხაც ჰქონოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკს ყოველწლიურად 1,5% გარდა სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რომლის იმედად 1883 წელს ბანკის გამგეობამ კრებაზე ითხოვა კრედიტის 0,5%-ით გაიაფება, თუმცა თხოვნა არ დაკმაყოფილდა.