ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50557

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 ივლისის ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა დიმიტრი ყიფიანს ბანკში დასაგირავებელი მიწის ნაკვეთის გეგმასა და განჩინების შედგენასთან დაკავშირებით.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 3 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური ვითარება ევროპაში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 4 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 5 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 7 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 8 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 9 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „გლადსტონის სამინისტროს გადადგომა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 10 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „პასუხი ტურისტს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 11 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 16 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 15 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის სამხედრო მინისტრი გენერალი ბულანჟე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისის ავლაბრის ეკლესიაში წმინდა მარინეს დღესასწაულზე სოლომონ შოშიევმა განაცხადა, რომ ავლაბრის ეკლესიის სამრევლო სკოლას არ ჰქონდა საშუალება ხარჯებს გასწვდომოდა და ამიტომ, მას მრევლი უნდა დახმარებოდა. ეს მათი მოვალეობა იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისს ავლაბრის ეკლესიაში წმინდა მარინეს დღესასწაულზე სოლომონ შოშიევმა ქალის ზნეობის შესახებ ისაუბრა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისს ავლაბრის ეკლესიაში წმინდა მარინეს დღესასწაულზე სოლომონ შოშიევმა წმინდანის შესახებ იქაგადა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივლისს ილია ჭავჭავაძე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ტაძრის დღესასწაულს დაესწრო. წირვა ჩაატარა ალექსანდრე ეპისკოპოსმა, ხოლო წირვის შემდეგ მღვდელმა სოლომონ შოშიაშვილმა იქადაგა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 16 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სეით გაბრიელის ძე გამრეკელი წერდა, რომ მოსკოვში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა სოფელ ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას შესწირეს წიგნები: „მამულის საერთო მფლობელობაზედ“, „გლახის ნაამბობი“, „სალამური“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები და „ბანჯგვლიანის ფუტკრის ამბავი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სეით გაბრიელის ძე გამრეკელმა მოსკოვში მყოფ ქართველ სტუდენტებს მადლობა გადაუხადა სოფელ ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკისთვის შემოწირულობის გაღებისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლ. დიდებულიძემ სოფ. ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას თავისი ნათარგმნი სტატიები შესწირა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილმა სოფ. ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას კრებული „ქართული ანდაზები“ შესწირა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ბალაევმა სოფელ ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას კრებული „ანდაზები“ შესწირა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე „ავაზაკნის“ ავტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი „ქართული ანდაზების“ ავტორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ფურცელაძემ სოფ. ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას წიგნი „ავაზაკნი“ აჩუქა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სეით გაბრიელის ძე გამრეკელი სოფ. ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილს ავლაბრის ეკლესიის სამრევლო სკოლის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვოდა.