ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ წევრად აირჩია და გამოუგზავნა ნაშრომი „Древности“, რომლის მე-11 ტომში ქართული ენქერი იყო აღწერილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ბესარიონ ნიჟარაძის ფელეტონი „ოთხი დღე“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა წიგნი „ქართული ქრისტომატია“, რომლის ფასი 70 კაპიკი იყო. ვინც არანაკლებ ათ ეგზემპლარს პირდაპირ გამომცემლისაგან ნაღდი ფულით შეიძენდა, იგი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძემ უმცროსი კლასებისთვის შეადგინა „ქართული ქრისტომატია“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ორმოქმედებიანი კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“ რაფიელ დავითის ძე ერისთავმა გადმოაკეთა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსჯავრდებულის ნ. დიასამიძის ადვოკატი იყო კონსტანტინე ნიკოლოზის ძე რეიტერი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 ნოემბერს ბანკის (არწუნისეულ) თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარედგინა სამმოქმედებიანი დრამა-კომედია „შეშლილია“, რომელშიც მონაწილეობდა ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალიშვილისა (ავალოვი).

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა ქართული ხოროს პირველი კონცერტი ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის ხელმძღვანელობითა და იოსებ ი. რატილის ლოტბარობით. კონცერტი 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი იყო ქართული ხოროს ხელმძღვანელი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვარი იყო თავადი.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვრის მეუღლე იყო მარიამ დავითის ასული ამილახვარი.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაიცვალა ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვარი, რომელსაც დაკრძალავდნენ სოფელ კასპში 16 ნოემბერს, დილის 11 საათზე. პანაშვიდი გაიმართებოდა ყოველდღე, თერთმეტ და შვიდ საათზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ასლან ვახტანგის ძე წულუკიძეს გადასახდელი ჰქონდა 2658 მანეთი და 37 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ტარას გრიგოლის ძე ახვლედიანს გადასახდელი ჰქონდა 2656 მანეთი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ეკატერინა ალექსანდრეს ასულ დადიანს გადასახდელი ჰქონდა 45 959 მანეთი და 35 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში კონსტანტინე ლევანის ძე დადიანს გადასახდელი ჰქონდა 39 505 მანეთი და 88 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავს გადასახდელი ჰქონდა 1526 მანეთი და 54 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანს გადასახდელი ჰქონდა 5649 მანეთი და 18 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძეს გადასახდელი ჰქონდა 1953 მანეთი და 85 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მელქისედეკ დიმიტრის ძე მიქელაძეს გადასახდელი ჰქონდა 2568 მანეთი და 90 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძეს გადასახდელი ჰქონდა 9369 მანეთი და 41 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძეს გადასახდელი ჰქონდა 2064 მანეთი და 98 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით და ნიკოლოზ ბეჟანის ძე ჩხეიძეებს გადასახდელი ჰქონდათ 7619 მანეთი და 1 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ანემპოდისტე იესეს ძე მაჩაბელს გადასახდელი ჰქონდა 6466 მანეთი და 29 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ანემპოდისტე იესეს ძე მაჩაბელს გადასახდელი ჰქონდა 11385 მანეთი და 81 კაპიკი.