რეგისტრირებული ფაქტები46283
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის მაისში სამკითხველოს ქირისთვის გაღებული ჰქონდა 10.00 მანეთი, გამგის ჯამაგირისთვის – 15, მსახურის ჯამაგირისთვის – 0.40, წვრილმანი ხარჯებისთვის კი – 0.61 მანეთი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის პირველიდან 25 სექტემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 1936. 18 მანეთი და დაიხარჯა – 727. 73.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 5 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 26 ივლისიდან 31 აგვისტომდე საზოგადოებაში შევიდა 1436. 33 მანეთი და დაიხარჯა – 1637. 10.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლის მოსწავლეებმა საღმრთო სჯული კარგად არ იცოდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლის III განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ენა კარგად აითვისეს და რუსულადაც კარგად კითხულობდნენ განვლილ მასალას. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილი იყო ბათუმის მაზრის აგენტი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე იყო ქუთაისის მაზრის აგენტი.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წელს ლევან დავითის ძე გურიელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს გიორგი კურდღელას ძე უთურგაური ხონის სემინარიაში მასწავლებლად მუშაობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება ეკატერინე ვაჩნაძის N147 ყულაბის გახსნის შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის სასულიერო სასწავლებელს მოთხოვნილი წიგნების ანგარიში გაუგზავნა. წერილს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, იაკობ მანსვეტაშვილმა თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შესაძენი რვეულების საფასური შეატყობინა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-დან 1908 წლამდე ილია წინამძღვრიშვილი ნოტარიუსად მუშაობდა სანოტარო კანტორაში.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 14 თებერვალს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა მიხეილ ივანეს ძე ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიას ქართული ენის გრამატიკის 25 ეგზემპლარის გაგზავნა სთხოვა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, იაკობ მანსვეტაშვილმა, თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შეატყობინა რვეულების თანხისა და საფოსტო ხარჯის ანგარიში.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 27 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა, მიხეილ ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილით სთხოვა, 3 სექტემბერს გაგზავნილი თანხის მიღება დაედასტურებინა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 1-ლ მარტს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა მიხეილ ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, წიგნებისათვის გაგზავნილი თანხის მიღება დაედასტურებინათ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა იაკობ მანსვეტაშვილმა თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ მათი მოთხოვნილი ქართული ენის გრამატიკის 25 ეგზემპლარის საფასური 12. 50 მანეთი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელის ზედამხედველმა მიხეილ ივნეს ძე ილურიძემ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, გაეგზავნათ არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძის ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოს 60 ეგზემპლარი, თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიას ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო – 5, „ქართველი პოეტების კრებული" (რუსულ ენაზე) და სულხან (ტიხონ) ბარათაშვილის (ბარათოვის) საქართველოს ისტორია – 2-2, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის რუსული მეტყველება (Русская речь) და 15 ცალი „Христоматия Полевого".
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის პირველ აპრილს გაღებული ჰქონდა სამკითხველოს ქირისთვის – 8 მანეთი, გამგის ჯამაგირისთვის – 15 და შესაწევრისთვის – 10, მსახურის ჯამაგირისთვის – 1.50, წვრილმანი ხარჯებისთვის კი – 1.09 მანეთი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ჟენევაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა წერილი იქაური ქართული ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, სტუდენტებისთვის ეთხოვათ, სერაპიონ დადუნაშვილისთვის მიეწოდებინათ დაწვრილებითი ცნობები.