ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მმართველი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთ „თეატრის“ გამოწერის მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლოთ თბილისში, რედაქციის კანტორაში, არწუნისეული ქარვასლის N 10-ში. განცხადებას რედაქტორ-გამომცემლის ნაცვლად ხელი მოაწერა ვალერიან ლევანის ძე გუნიამ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთ „თეატრის“ ნახევარი წლით გამოწერა 3 მანეთი ღირდა, მთელი წლით კი – 5 მანეთი. განცხადებას რედაქტორ-გამომცემლის ნაცვლად ხელი მოაწერა ვალერიან ლევანის ძე გუნიამ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში სწავლის მსურველებს 15 აგვისტოდან უნდა შეეტანათ საბუთები: სწავლის თხოვნა, ბანკის, ასაკისა და აზნაურობის მოწმობა. მოსწავლეების მიღება აგვისტოს ბოლომდე დასრულდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მესამე პროგიმნაზიულ კლასში ხუთი თავისუფალი ადგილი იყო და თოთხმეტი წლის ყმაწვილებს იღებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის პირველი განყოფილების გარდა თავისუფალი ადგილები ყველგან შევსებული იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის პირველი განყოფილების რამდენიმე მოსწავლეს გამოცდები აგვისტოში ჰქონდა ჩასაბარებელი. ისინი თუ წარმატებით ჩააბარებდნენ გამოცდებს მათი ადგილი გათავისუფლდებოდა და დამატებით ახალი მოსწავლეების მიღებას შეძლებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის პირველ განყოფილებაში ოცდაათი თავისუფალი ადგილი იყო და უგამოცდოდ 7 წლის მოსწავლეებს მიიღებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ლუკას ძე ბახტაძის ავტორობით მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინის ზღაპრის „დაიკარგა სინდისის“ დასასრული გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 აგვისტოს მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ იულია დავითის ასული ჩხეიძე თვის ბოლოს სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა და რუსულ ენაზე მოწმობა სჭირდებოდა, რომ ერთი წელი ბათუმის სკოლაში ასწავლიდა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 5 აგვისტოს თელავში გარდაიცვალა დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე. მის დაკრძალვას სოფ. ურიათუბანში დაესწრო თელავის მაზრის სამღვდელოება, ასევე თავადაზნაურობა და გლეხები.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 5 აგვისტოს ივანე მელნიკოვი მტკვარში დაიხრჩო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 4 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათ კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 5 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვის ფსევდონიმი ორანი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ არტემ მიხეილის (ემანუელის) ძის ახნაზაროვის ავტორობით მარკიზა კოლომბოს მოთხრობა „თეთრში გახვეული“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მელნიკოვი კავკასიის რეზერვის ბატალიონის ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 7 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულში დაიბეჭდა სათაურით „ავსტრია-გერმანიის ურთიერთობა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა ალექსი კვალიაშვილის წერილი „სათავად–აზნაურო ბანკების გამო“, რომელიც ეხმაურებოდა აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის პოლემიკას ბანკის საკითხებთან დაკავშირებით.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 8 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ავსტრია-გერმანიის ურთიერთობა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 9 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 11 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 12 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენადი ყორღანოვი პიანისტი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 13 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.