რეგისტრირებული ფაქტები46293
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, თამვჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე და წევრები: გიორგი ლასხიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, პეტრე სურგულაძე და სამსონ ფირცხალავა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა მდივან სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას უთხრა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისზე პასუხისმგებლობა შესაძლოა მას დაკისრებოდა, ამიტომ სხდომა უნდა დაეტოვებინა. ფირცხალავამ წასვლამდე განაცხადა, რომ როდესაც ის მდივნად დანიშნეს, უკვე აღარ მოქმედებდა წესდება, რომელიც მაღაზიაზე პასუხისმგებლობას მდივანს აკისრებდა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგე შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს აუცილებლად უნდა ეცნობებინა საზოგადოების გამგეობისთვის წიგნების დაკარგვის შესახებ. ღულაძე მიიჩნევდა, რომ გამგე უნდა გადაეყენებინათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ შემდეგი პირები: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და წევრები იაკობ ღულაძე, გიორგი ლასხიშვილი, პეტრე სურგულაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი და სამსონ ფირცხალავა. განსახილველი იყო წიგნის მაღაზიის შემმოწმებელი კომისიის მოხსენება.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა წაიკითხა 1880 წელს შედგენილი ინსტრუქცია საზოგადოების წიგნის მაღაზიის მართვის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვასილ კარბელაშვილს მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულის მიღებაზე უარი განუცხადა, რადგან წიგნი საკოლექციო ნიმუში იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ვასილ კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებული სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან 10 თუმანი ისესხა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, საზოგადოება ბაგრატ ბეთანელს სწავლის გაგრძელებაში ვერ დაეხმარა. ნიკოლოზ ცხვედაძემ მიზეზად უფულობა დაასახელა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ბაგრატ ბეთანელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თბილისის მასწავლებელთა ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად დახმარება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ოლღა ჭავჭავაძის მიერ ბაზრობის გამართვის თაობაზე წარდგენილი მოხსენების გაზეთში დაბეჭდვა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ოლღა ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს საქველმოქმედო ბაზრობის გამართვა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ახალციხეში სამკითხველოს ასაშენებლად საჭირო სახსრების მოძიება დაავალა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის მაღაზიის გამგემ, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილმა საჭიროდ მიიჩნია დაკარგული 64 წიგნის შესახებ ცნობების ხელმეორედ შემოწმება. შემოწმების შედეგები სარევიზიო კომისიის ანგარიშს არ დაემთხვა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ივანეს ძე მდივანმა განაცხადა, რომ გამგეობას 6-7 წლის განმავლობაში წიგნის მაღაზიის რევიზია არ ჩაუტარებია, ამიტომ მისი აზრით, სჯობდა საზოგადოების გამგეობის წევრები გადამდგარიყვნენ თანამდებობიდან და არა მაღაზიის გამგე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვლადიმერ ბაკურაძის თხოვნა ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დროებით დანიშვნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისის განხილვისას გიორგი ლასხიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გამგე, შიო ქუჩუკაშვილი, დროებით მაინც გადაყენებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ კურდღელაშვილის დაჯილდოების საკითხის განხილვა გადადეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას თხოვნა რუსეთში გადასახლებული ქართველებისთვის საზოგადოების გამოცემული წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.