ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1870

ტიპი: განათლება

შიო მღვიმელმა ანბანი და წერა-კითხვა 1870-იან წლებში სოფელ შილდაში ისწავლა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში შიო მღვიმელი უფროსმა ძმამ, გიორგიმ სოფელ შილდაში წაიყვანა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში შიო მღვიმელმა ძმასთან ერთად შილდისკენ მიმავალ გზაზე პირველად იმგზავრა მატარებლით.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში შილდისკენ მიმავალ გზაზე შიო მღვიმელი და მისი ძმა გიორგი თბილისში ჩავიდნენ, საიდანაც მატარებელი კახეთისკენ მიემგზავრებოდა.

1870

ტიპი: ავტორობა

1870-იან წლებში შილდისკენ მიმავალ გზაზე შიო მღვიმელმა და მისმა ძმამ, გიორგიმ ერთი ღამე თბილისში, ავლაბრის სადგურში, გაათენეს.

1870

ტიპი: ავტორობა

1870-იან წლებში შილდისკენ მიმავალ გზაზე შიო მღვიმელმა და მისმა ძმამ, გიორგიმ ერთი ღამე თელავის დუქანში გაათენეს.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში შილდაში ჩასულმა შიო მღვიმელმა და მისი ძმამ, გიორგიმ ლეკების შემოსევის გამო სოფლის ციხე-გალავანს შეაფარეს თავი.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში შიო მღვიმელს ერთი თვის განმავლობაში მოუწია შილდის ციხე-გალავანში დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად შეხიზვნა სოფელზე ლეკების მოსალოდნელი თავდასხმის გამო.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში შიო მღვიმელი წითელათი დაავადდა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში წითელათი დაავადებული შიო მღვიმელი თავისთან საცხოვრებლად გადაიყვანა სოლიკო ჩახტაურის დიდედამ და გამოჯანმრთელებამდე ზრუნავდა მასზე.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში გიორგი ქუჩუკაშვილი ძმის წითელათი დაავადების გამო გაკა ჭანკვეტაძის სახლში გადავიდა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელის დედას, მარიამს უნდოდა ბერად ან მღვდლად გაეზარდა ვაჟი.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში თედო სახოკიას პირველი მასწავლებლის შემდეგ, რუსულად წერა-კითხვას ასწავლიდა რუსი პოლკოვნიკის, ალექსანდროვიჩის და.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში თედო სახოკიას პირველი მასწავლებელი, პოლონელი ქალი, რუსულად ასწავლიდა მას.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში ქართველი მესტამბე სტეფანე მელიქიშვილი ვენაში მოღვაწეობდა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში მესტამბე სტეფანე მელიქიშვილმა ვენაში ჩამოასხა ქართული შრიფტი.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-იან წლებიდან სტეფანე მელიქიშვილი იყო მესტამბე.

1870

ტიპი: სახელი

1870-იან წლებში მესტამბე სტეფანე მელიქიშვილის მიერ ვენაში ჩამოსხმულ შრიფტს „ვენური“ დაერქვა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იანი წლებიდან მესტამბე სტეფანე მელიქიშვილის შრიფტი აქტიურად გამოიყენებოდა საზღვარგარეთულ ქართულ გამოცემებში.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში თედო სახოკიას უბედური შემთხვევის შედეგად მაჯა დაეწვა ცეცხლზე და დამწვრობის კვალი სამუდამოდ დარჩა ხელზე.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელი რაღაც ხანი დედასთან ერთად სუჯუნის ეკლესიის მონაზონთან იზრდებოდა, მერე კი აბაშიძეების სახლში წაიყვანეს.

1870

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1870-იან წლებში, პატარაობაში დუტუ მეგრელი მარცხენა ფეხზე დაკოჭლდა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელს დედამ მხედრული და ხუცური ასწავლა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელს დედამისი გამუდმებით აკითხებდა „დავითნი“-ს.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელი აბაშიძეების შვილებთან ერთად სწავლობდა.