ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51444

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში მესტამბე სტეფანე მელიქიშვილმა ვენაში ჩამოასხა ქართული შრიფტი.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-იან წლებიდან სტეფანე მელიქიშვილი იყო მესტამბე.

1870

ტიპი: სახელი

1870-იან წლებში მესტამბე სტეფანე მელიქიშვილის მიერ ვენაში ჩამოსხმულ შრიფტს „ვენური“ დაერქვა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იანი წლებიდან მესტამბე სტეფანე მელიქიშვილის შრიფტი აქტიურად გამოიყენებოდა საზღვარგარეთულ ქართულ გამოცემებში.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში თედო სახოკიას უბედური შემთხვევის შედეგად მაჯა დაეწვა ცეცხლზე და დამწვრობის კვალი სამუდამოდ დარჩა ხელზე.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელი რაღაც ხანი დედასთან ერთად სუჯუნის ეკლესიის მონაზონთან იზრდებოდა, მერე კი აბაშიძეების სახლში წაიყვანეს.

1870

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1870-იან წლებში, პატარაობაში დუტუ მეგრელი მარცხენა ფეხზე დაკოჭლდა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელს დედამ მხედრული და ხუცური ასწავლა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელს დედამისი გამუდმებით აკითხებდა „დავითნი“-ს.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელი აბაშიძეების შვილებთან ერთად სწავლობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელი სუჯუნასა და ძირულას სკოლებში სწავლობდა.

1870

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1870-იან წლებში ნიკოლოზ დადიანი იყო აბაშიძის ნათესავი.

1870

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ქუთაისის პანსიონში გადასვლით დუტუ მეგრელს დიდი ტვირთი მოეხსნა, რადგან სამადლოდ სხვებთან ცხოვრება აღარ მოუწევდა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში თევდორე კიკვაძის დედა მის სწავლა-განათლებას უჭერდა მხარს.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ივანე ყაზბეგმა სანკტ–პეტერბურგის 1-ელი სამხედრო გიმნაზია დაასრულა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ივანე ყაზბეგმა კონსტანტინეს მე–2 სამხედრო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა დაასრულა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით მაჭავარიანმა დაწყებითი განათლება მიიღო რეალურ სასწავლებელში.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 8 იანვარს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ გამოიცა და მალე თბილისსა და ქუთაისში გაიყიდებოდა დავით გურამიშვილის „დავითიანი“ გიორგი წერეთლის შესავალი წერილით „დავით გურამიშვილი და იმის წინა-დროები“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 8 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია „სამეგრელოდგან“ ზუგდიდის მაზრის სოფლებში მეორედ მოსვლის შესახებ გავრცელებული ხმების თაობაზე.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 8 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ეკ. თარხან-მოურავის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ეკატერინე გაბაშვილის წერილი „გლეხ-კაცების აზრი სასოფლო შკოლებზედ“ გორის მაზრაში გახსნილი ახალი სასოფლო სკოლების შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ანტონიშვილის კორესპონდენცია „სოფ. დიღმიდან“ სასოფლო სკოლების მნიშვნელობის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი ალექსანდრე ცაგარლის ნარკვევისა „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში“, რომელშიც განხილულია ილია ჭავჭავაძის თხზულება „კაცია ადამიანი“ და მისი პოეზია.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია „ზუგდიდიდამ“ 2 იანვრის ღამეს ზუგდიდის მიმდებარე ტყეებში გაჩენილი ხანძრის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ალექსანდრე ცაგარლის ნარკვევისა „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში“, რომელშიც განხილულია ილია ჭავჭავაძის თხზულება „კაცია ადამიანი“ და მისი პოეზია.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ქალების სახელოსნო შკოლა თბილისში“ როგორც თვითონ სასწავლებლის შესახებ, ისე ქალების როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.