ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ელ აპრილს ავლაბრის წმ. მარინეს სამხედრო სკოლაში გაიხსნა ქალების განყოფილება, რომელშიც ასწავლიდა პედაგოგი პავლოვისა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 3 აპრილს ბანკის თეატრში გაიმართებოდა 1-ლი სასიმფონიო კრება თბილისის სამუსიკო საზოგადოებისა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ვარვარა ზარუდნაია, გორსკი და მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 აპრილს საადგილმამულო ბანკის თეატრში დაგეგმილი იყო იონა მეუნარგიას პირველი ლექცია გრიგოლ ორბელიანის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საგურამოში მცხოვრებ გლეხ ივანე ბულაშვილს ბეგარაში წასვლის გამო თავისი საქმის დატოვება მოუხდა და საქონელიც უპატრონოდ დარჩა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აპრილს კავკასიის შტაბის სადგომში გაიმართებოდა საგეოგრაფიო საზოგადოების კრება, რომელზეც მოხსენებას წაიკითხავდნენ ნიკოლაი ნატოვიჩი ქიშმირისა ლადანისა და მცირე ტიბეტის ქვეყნის შესახებ, ხოლო გაბრიელ ხატისოვი – ყაზბეგის მყინვარზე.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილი ახალციხის მაზრის უფროსი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიგოითში მაჭუტაძის ტყიდან სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაჰქონდათ შეშა, რაც ტყის გაჩეხვასთან ერთად ახალი სათესი მიწების მატებასაც მოასწავებდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს მიხეილ ნასიძის ახალი წიგნი „ქართველი მწერლები, ვახტანგ მე-VI-ე“, რომელიც დაიბეჭდა გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში და 3 შაური ღირდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ბლოვიცის აზრი ბისმარკის შესახებ, რომელიც ქართულად თარგმნა გრიგოლ ყიფშიძემ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი „მისტერ სომი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რა კმაყოფილი იყო მსმენელი იონა მეუნარგიას მიერ გრიგოლ ორბელიანის შესახებ ჩატარებული 1-ელი ლექციით.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 აპრილს საადგილმამულო ბანკის თეატრში იონა მეუნარგიას უნდა წაეკითხა მეორე ლექცია გრიგოლ ორბელიანის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თიანეთის მოსახლეობას იმედი ჰქონდა, რომ მაზრაში არსებულ მძიმე მდგომარეობას მაზრის უფროსი ლევან ჯანდიერი გამოასწორებდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ პავლეს ძე გოგლიჩიძე გორის სასულიერო სასწავლებელში გალობის პედაგოგად დანიშნეს.

1888

ტიპი: სტატუსი

1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი პოლკოვნიკი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალციხის 38-ე საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცებს პოლკოვნიკმა ალექსანდრე მუსხელიშვილმა ნება დართო ეკლესიაში ევლოთ, ეკითხათ საღვთო წერილები და ეგალობათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიდი მარხვის პერიოდში ვლადიმერ აღნიაშვილის ხორო კიდევ ერთ კონცერტს გამართავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ანასტასია თუმანიშვილისამ ფრანგულიდან თარგმნა საყმაწვილო წიგნი, რომელიც დაიბეჭდებოდა გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი „მისტერ სომი“, დასასრული.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 7 აპრილს ქართულ თეატრში ალექსანდრე ყაზბეგი გამართავდა სალიტერატურო საღამოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, იოსებ რატილი, ვასილ აბაშიძე, მელიტონ ბალანჩივაძე, მაქსიმიძე და სხვანი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა „ქილილასა და დამნას“ შესახებ რეფერატი დაწერა, რომელსაც ის მოსკოვის ე. წ. აღმოსავლეთის კომისიის წინაშე წაიკითხავდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იონა მეუნარგიამ მეორე ლექცია გრიგოლ ორბელიანის ცხოვრების იმ ეტაპს მიუძღვნა, როცა ის სამხედრო სამსახურში იყო. ასევე, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ორბელიანის დამოკიდებულება და ღვაწლი სამშობლოს წინაშე.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იონა მეუნარგიამ თავისი ლექციებით მსმენელს გააცნო გრიგოლ ორბელიანის ცხოვრება და  წერილები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი საგანძური იყო საქართველოსთვის. 

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვრცელი სტატია, იმის შესახებ, თუ როგორ დაწვრილებით და ნათლად გააცნო იონა მეუნარგიამ მსმენელს გრიგოლ ორბელიანის ცხოვრება და მოღვაწეობა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.