ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50556

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის პირველ ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას შეატყობინა, რომ ფარსადან მიქელაძე ერევნის გუბერნიაში გადაიყვანეს.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იუსუფ ეფენდი სურმანიძე ბათუმის სკოლის სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. მისი ხელფასი თვეში ოცი მანეთი უნდა ყოფილიყო.

1887

ტიპი: გარდაცვალება

1887 წლის 24 ოქტომბრის ღამეს სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლეს. მძინარე მოხუცს თავში სასწორის ქვა ჩაარტყეს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 2 ნოემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მის მიერ გამართული წარმოდგენიდან სკოლას შეუვიდა 185 მან. და ორი შაური, რომელიც მან სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადარს, ეგნატე ბაქარის ძე გედევანიშვილს გადასცა.

1887

ტიპი: გარდაცვალება

1887 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი სტავროპოლში გარდაიცვალა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 24 ნოემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მოახსენა, რომ ოქტომბრიდან პელაგია მიქელაძე, დავით ბარისის ძე ჩხეიძე და ჩიქოვანი ბათუმიდან წავიდნენ. სკოლის მდგომარეობას ყურადღებას მხოლოდ მელიტონ ზურაბის ძე ლორთქიფანიძე და ეგნატე ბაქარის ძე გედევანიშვილი აქცევდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს გიორგი ქართველიშვილმა ავლაბარში მდებარე ბავშვთა თავშესაფარს 3000 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: განათლება

1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის დროს ივანე როსტომაშვილი სწავლობდა ფოტოგრაფიას, რაზეც თავის მცირე ჯამაგირს ხარჯავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიშო მაჩაბელს ყვირილაში გასაყიდად წიგნები გაუგზავნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ალექსანდრე მუსხელიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ახალციხეში გაუგზავნა წიგნების სია.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 ნიკო საძაგლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო წიგნები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს ივანე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა წერილი მათ მიერ გამოგზავნილი წიგნების შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ავლაბარში მდებარე ბავშვთა თავშესაფარს ივანე იზმიროვმა მიწა შესწირა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. მას ჰქონდა მოწმობა, რომელიც უფლებას აძლევდა, ქართული ენა ესწავლებინა საშუალო სკოლებში.

1888

ტიპი: ღონისძიება

ვლადიკავკაზში მცხოვრებმა ქართველებმა ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით დახმარება დავით სარაჯიშვილს სთხოვეს და ისიც დათანხმდა.

1888

ტიპი: ავტორობა

არითმეტიკის სახელმძღვანელოს შემდეგ მიხეილ ყიფიანმა გეომეტრიის, სტერეომეტრიის, უმდაბლესი გეოდეზიისა და ტრიგონომეტრიის სახელმძღვანელოების გამოცემა დაიწყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა მიხეილ ყიფიანს მადლობა შეუთვალეს ვლადიკავკაზში ქართული წიგნების გავრცელებაში დახმარებისთვის, გაუგზავნეს 10 თუმნის ღირებულების წიგნები და სთხოვეს, ეცნობებინა, მომავალში რომელი წიგნები იქნებოდა საჭირო.

1888

ტიპი: ღონისძიება

ვახტანგ თულაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა მიხეილ ყიფიანის არითმეტიკის 10 სახელმძღვანელო და დარჩა 447, რომლებიც საზოგადოების მდივანს უნდა წაეღო, თუმცა გამგეობის შენობის შეცვლის გამო ეს ვერ მოხერხდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

მიხეილ ყიფიანმა ვახტანგ თულაშვილს შესთავაზა, მის მიერ გამოცემული არითმეტიკის წიგნების დარჩენილი ეგზემპლარები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის იმ პირობით გადაეცა, რომ გაყიდული წიგნებიდან საზოგადოებას მოგების 30 პროცენტი დარჩენოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისაგან მიიღო წერილი ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით. გამგეობა ატყობინებდა, რომ მათ შეეძლოთ სკოლისთვის თავდაპირველად 200 მანეთი მიეცათ, შემდეგ კი ყოველწლიურად გაუგზავნიდნენ საჭირო წიგნებს. ასევე შეეძლოთ მასწავლებლად სანდო და საქმისმცოდნე კაცის დანიშვნა, თუმცა მის ჯამაგირსა და სახლის ქირაზე ადგილობრივ ქართველებს უნდა ეზრუნათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ტერ-სააკოვის ინიციატივით გორის საპატიმროში სამკითხველო გაიხსნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს სპირიდონ ლევანის ძე ნორაკიძის მზრუნველობით ზუგდიდში ბიბლიოთეკა გაიხსნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს დაარსდა კავკავის სკოლა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავში ქართველი ბავშვებისთვის მთავრობის ნებართვით ოფიციალურად დააარსა პირველდაწყებითი სასწავლებელი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს ოლივერ უორდროპმა გამოაქვეყნა ორას გვერდიანი წიგნი „საქართველოს სამეფო, მოგზაურობა ღვინის, ქალებისა და სიმღერების ქვეყანაში“.