რეგისტრირებული ფაქტები47795
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს ბათუმისა და ძველი სენაკის სკოლების დათვალიერება და ქუთაისის კომიტეტის საქმეების გაცნობა დაევალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ გადაწყვიტა, რომ ალექსანდრე როინაშვილის ქვრივ ელისაბედ როინაშვილს საზოგადოებისგან 10 თვის განმავლობაში 2 თუმანი მიეღო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სტიპენდიატ პავლე დადვაძის თხოვნა მაისის სტიპენდიის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბაქოს განყოფილების თხოვნა, ქართული ეკლესიის დასაარსებლად გამგეობას ბაქოს სკოლასთან ეშუამდგომლა. ამ საქმის შესახებ ცნობების შეკრება ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს დაევალა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ხარჯთაღრიცხვა წარადგინა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სამეურნეო ბანკიდან ჩეკით ფული საზოგადოებისთვის მხოლოდ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგისა და ერთ-ერთი წევრის მოთხოვნით უნდა გადაეცათ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს ვლადიკავკაზის სკოლის დათვალიერება დაევალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანასტასია ხოშტარიას წიგნებზე მუშაობისთვის 26. 60 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ საზოგადოების მხრიდან გასაცემი ხარჯების გამოკვლევა დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 37.60 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ლავრენტი აგლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სამსახურიდან წასვლის შემდეგაც მიეცათ ასმანეთიანი წლიური ხელფასი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა ჩიჩილაკი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა ხმალი წარწერით: „ასლამაზ მამასახლისი“.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ საზოგადოებას მუზეუმისთვის ვაკისჯვარში, წმინდა გიორგის მონასტრის ნანგრევებში, ნაპოვნი დოქი გადასცა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ელისაბედ გრიგოლის ასულმა საგინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა ვერცხლის სამაჯური აყიყის თვლებით.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 10 ივნისს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას XV საუკუნის ხელნაწერის „ვასილის ჟამის წირვისა“ და იოანე ოქროპირის „ჟამის-წირვის“ განმარტებები გაუგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ გასცა განკარგულება, რომ ლავრენტი აგლაძისთვის ხელფასი შეეწყვიტათ, რადგან მან თონეთის სკოლა დატოვა და უკეთეს სამსახურში მოეწყო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე რატიშვილის თხოვნა სტიპენდიატ ვლადიმერ ორჯონიკიძისთვის 5 თუმნის სესხების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, პეტრე სურგულაძისთვის წინარეხის სკოლის დათვალიერება დაევალებინათ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 9-დან 15 მაისამდე საზოგადოებაში შევიდა 5365. 72 მანეთი და დაიხარჯა – 4076.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 22 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 15 ივნისს მოქანდაკე იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძის მიერ შექმნილი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მოდელის განსახილველად კრება მოიწვიეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 16-დან 29 მაისამდე საზოგადოებაში შევიდა 3831. 85 მანეთი და დაიხარჯა – 1570. 91.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 22 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის მაისში ბაქოს ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 1372 მანეთი შესწირა. ამ თანხიდან ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის 172 მანეთი უნდა გადაეცათ, ქუთაისის გაბრიელის ბიბლიოთეკისთვის – 500.