ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეებს ქუთაისში ორსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 20 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს მიხეილ ერასტოს ძე დარახველიძეს ქუთაისში ჰქონდა ორი ქვიტკირის სახლი –ორსართულიანი და ერთსართულიანი და 312 კვადრატული საჟენი მიწა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეებს ქუთაისში, სათავადო ქუჩაზე, ორსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 20 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ანტონ სიმონის ძე გეგელაშვილს ქუთაისში, ბალახვანის ქუჩის შესახვევში, ორსართულიანი სახლი და 439 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს იოსებ სტეფანეს ძე ფეიქაროვს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ორი ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 169 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ოსეფა შახნაზაროვს თბილისში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლის გარემონტება ევალებოდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ილია ჭავჭავაძემ ელისაბედ ჭავჭავაძესთან ერთად თბილისში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, ორსართულიანი სახლი შეიძინა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ილია ჭავჭავაძემ ფილიპე ჩიკვაიძეს თბილისში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, მდებარე ორსართულიანი სახლის სარემონტო სამუშაოების საქმისწარმოება დაავალა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძე წინარეხის სკოლის მზრუნველი იყო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ დაწერა მოთხრობა „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ მცხეთის არქეოლოგიური კვლევა-ძიებისთვის 100 მანეთი შეაგროვა. გათხრები ორ-სამ კვირას გაგრძელდა. აღმოაჩინეს I საუკუნის კედლის პოლიქრომული მოხატულობის ფრაგმენტი ქალღვთაების გამოსახულებით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ბაქრაძის სახლში სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად დაესწრო ექვთიმე თაყაიშვილის მოხსენებას პარხლის სახარებისა და შატბერდის კრებულის შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს, „განდეგილის“ გამოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ, ილია ლუკას ძე ბახტაძემ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა წერილი „Легенда о „Гандегили“, მკითხველს გააცნო ლეგენდა, რომელიც საფუძვლად დაედო ამ პოემის შექმნას.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მღვდელი ნ. ლეონიძე მლეთის სამრევლო სკოლის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889-1901 წლებში ნიკიფორე სიმონის ძე კანდელაკი ვე­ლე­ვის წმ. სა­მე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის ზღაპარი „ომალ-ხან ჩოფანი“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის წერილი „ყეენობა ჯავახეთში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889-1898 წლებში თედო სახოკია აქვეყნებდა თარგმანებს, რომელთაც აღმზრდელობითი, გამათვიცნობიერებელი და ეროვნული შეგნების გამაღვიძებელი გავლენა ჰქონდა ქართველ მკითხველზე.

1889

ტიპი: ავტორობა

1889-1898 წლებში "მოამბეში" დაიბეჭდა და შემდგომში ცალკეც გამოიცა თედო სახოკიას თარგმანები: ზიგმუნდ მილკოვსკის "განთიადი", ივან ვაზოვის "დამონებულნი" და სხვა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს აფხაზეთში მოგზაურობის დღიური თედო სახოკიამ ნაცნობს მიაბარა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს თედო სახოკიამ აფხაზეთის მთებში იმოგზაურა ხარკოვიდან საექსკურსიოდ ჩამოსულ ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს თედო სახოკია პარიზიდან სამშობლოში დაბრუნდა უსახსრობის გამო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს, ქართლში მასწავლებლად მუშაობის პერიოდში, თედო სახოკიამ დაიწყო მასალების შეგროვება "ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანის" და "ქართული ანდაზების" გამოსაცემად.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს თედო სახოკიამ უსახსრობის გამო სორბონის უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა და პარიზი დატოვა.