ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51855

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას განცხადება, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა განცხადება გამოექვეყნებინა 1889 წლის კალენდარში უნდა მისულიყვნენ თბილისში მდებარე ექვთიმე ხელაძის სტამბაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან გუნიამ ექვთიმე ხელაძის სტამბაში 1889 წლის კალენდრი დაბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან გუნიამ 1889 წლის კალენდრის 7 ვერსია დაბეჭდა და ადრინდელ გამოცემებთან შედარებით გაუმჯობესებული ვერსია შესთავაზა მყიდველს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილმა მთელი თავისი რესურსი და შესაძლებლობა გამოიყენა, რომ სამეურნეო სკოლა დაეარსებინა და ახალგაზრდებისთვის შესაბამისი განათლება მიეცა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებულ სამეურნეო სკოლას ფუნქციონირების გასაგრძელებლად თითოეული ქართველისგან დახმარება ესაჭიროებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის ივლისში ალანდერი გორის მაზრის უფროსი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიაში“ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის 1888 წლის 1-ელი ივლისის ბალანსი დაიბეჭდა, რომელსაც ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ივანე მაჩაბელი და დიმიტრი ფავლენიშვილი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ შავლოხოვი ბეუნარის სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ შავლოხოვი სასულიერო პირი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ბეუმარის სკოლის პედაგოგმა გრიგოლ შავლოხოვმა მადლობა გადაუხადა გორის მაზრის უფროს ალანდერს, რომელმაც ბეუმარის 18 ოსის მოსწავლეს „საბლუზე“ ფარჩა გადასცა და კვლავ აღუთქვა დახმარება.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია ნაფიცი ვექილი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნაფიცი ვექილი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია გადავიდა ნიკოლოზის ქუჩაზე N72-ში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ უილიამ მორფილს იაკობ გოგებაშვილმა საქართველოში ყოფნის დროს საჩუქრად გაუგზავნა ყველა თავისი სახელმძღვანელო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო „Руское слово“ უმაღლესი სასწავლებლის სასულიერო პირების მიერ გადამოწმდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 ივლისს ვასილ პეტრიაშვილი თავის სტუდენტებთან ერთად გორში ჩავიდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“ ცალკე წიგნად დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ ვოლსკის „თორნიკეს დარდი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „დავითნი“ მესამე გამოცემა, ხუცურად ნაბეჭდი 1712 წელს, ვახტანგ მეფის სურათით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „სამღვდელოთა წმინდა კრებანი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა 1711 დაბეჭდილი წიგნი „დავითნი“, მეორე გამოცემა, დავით მეფის სურათით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა ​კარაბადინი და 1773 წელს რომში დაბეჭდილი წიგნი „საქრისტიანო მოძღვრება“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „სწავლა“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ჯავახეთის შესახებ ვასილ კოპტონაშვილის სტატია დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაწყობში სოლომონ მესტიაშვილის „ბუნების მოვლენანი“ 0.15 კაპიკად იყიდებოდა.