ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბეჟან დავითის ძე წერეთელი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი საჩხერეში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ლაილაშში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სოფიო ალმასხანის ასული წულუკიძისა იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ხონში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ოლღა ნიკოლოზის ასული ალექსიძე-მესხიშვილისა იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ახალციხეში.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, საზოგადოების წიგნის მაღაზიის შტატის შედგენა და მაღაზიაზე პასუხისმგებლობა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილისთვის დაევალებინათ.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა ავჭალის ბიბლიოთეკის საზოგადოების მფლობელობაში გადასვლის შემდეგაც მის გამგედ ლ. დანილენკო დარჩენილიყო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ავჭალის ბიბლიოთეკის გამგე ლ. დანილენკომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ავჭალის ბიბლიოთეკა თავის მფლობელობაში მიეღო და მისთვის ყოველთვიურად 15 მანეთი გამოეყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ავჭალის ბიბლიოთეკის გამგის ლ. დანილენკოს მიმართვა ავჭალის ბიბლიოთეკის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ბიბლიოთეკა საზოგადოების მფლობელობაში მიეღო, რის შემდეგაც დახმარებასაც დაუნიშნავდნენ.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1909 წლის სხდომის ოქმების მიხედვით, ლ. დანილენკო ავჭალის ბიბლიოთეკის გამგე იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ საჭირო იყო წინარეხის სკოლის რევიზია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილის ინიციატივით საზოგადო კრება 28 ოქტომბრის 11 საათზე დანიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ თონეთის სკოლის რევიზიის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ საჭირო იყო თონეთის სკოლის რევიზია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ივანე რატიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წინაშე პირველი და მეორე სამკითხველოს შესახებ მოხსენებით წარდგა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელთუბნის სკოლის რევიზიის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 3 თებერვალს დავით კარიჭაშვილმა გაბრიელ ეპისკოპოსის პანაშვიდის გადახდისთვის სასულიერო პირებს მადლობა გადაუხადა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ პეტრე სურგულაძესთვის ეთხოვათ საგარეჯოსა და გიორგიწმინდის სკოლების რევიზია.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან 9 ოქტომბრამდე საზოგადოებას 15642.70 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11555.69 მანთი, სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 იანვარს ფილიმონ გიორგის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა. იგი საზოგადოებას გამოყოფილი თანხის სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნებას შეჰპირდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 ივნისს ბიქტორ ივანეს ძე შალიკიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს და გადაწყვიტეს, დაეკმაყოფილებინათ იასონ ჩხენკელის თხოვნა სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ.