რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადო კრებაზე წარსადგენი მოხსენება ილია ჭავჭავაძის სახლში ბიბლიოთეკა-მუზეუმის გადატანის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პროგრამები აღწერა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 16-დან 23 ოქტომბრამდე საზოგადოებას 22459.82 მანეთი ჰქონდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძისთვის დეკემბრის ხელფასის – 40 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ზაქარია გრიქუროვისთვის 252 მანეთის მიცემის შესახებ ანგარიში დაამტკიცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ხარჯი იაკობ გოგებაშვილისთვის „დედა ენის” ანგარიშში 360 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხა 652 მანეთის ოდენობით.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში მდივნის თანაშემწე შიო ქუჩუკაშვილისთვის ნოემბრის ხელფასის – 40 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ზაქარია გრიქუროვისთვის დივიდენდის ანგარიშში მიეცათ 15 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა, ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების ანგარიშში 75 მან მიეცათ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძის მოხსენება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ საშუალო კურსის პროგრამით ლექციების ქართულად გამართვის შესახებ. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად სასკოლო სექციას გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 30-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე რატიშვილი და სხვები.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ გამგეობას ორი კვირით სამსახურიდან გათავისუფლება სთხოვა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა და მდივნის მოვალეობის შესრულება ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს დაავალა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე როსტომის ძე სურგულაძის განცხადება ქვიშხეთში ანასტასია კლდიაშვილისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მას თუმნის წიგნები გაუგზავნა და მეცადინეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა სთხოვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ალექსანდრე ყიფშიძეს ევალებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარედგინა ცნობები ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის მამულების შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 8 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ადმინისტრაციული სექციის კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ავლაბრის ბიბლიოთეკის გამგის, პეტრე მამრაძის თხოვნა, ავლაბრის ბიბლიოთეკისთვის გამოყოფილი 180 მანეთიდან მისთვის წინასწარ მიეცათ 25 მანეთი. გამგეობამ უარი უთხრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ვასილ ბეჟანეიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 1.90 მანეთი გადაუხადა.