ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 15 ივლისს სიმონ სიმონის ძე საყვარელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლას სტეფანე ვასილის ძე კლუჩარევის სანოტარო ბიუროში დამტკიცებული ცნობით 40 თუმანი და ხუთპროცენტიანი სარგებლის ბილეთი, ხოლო თბილისის სასულიერო სემინარიას 500 თუმანი დაუტოვა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „ტფილისი, 3 აგვისტო“ დასაწყისი. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წლის 5 აგვისტოს პედაგოგმა ივანე ბედელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლა დატოვა, მის ნაცვლად განყოფილებამ მთავარ გამგეობას გურიაში მოღვაწე პედაგოგის, არსენ სიმონის ძე წითლიძის დანიშვნა სთხოვა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის გაგრძელება „ტფილისი, 4 აგვისტო“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის გაგრძელება „ტფილისი, 8 აგვისტო“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 10 სექტემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძის ბროშურის „ქუთაისის ბანკის საქმის“ დაბეჭდვის ნებართვა გასცა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის გაგრძელება „ტფილისი, 9 აგვისტო“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის დასასრული „ტფილისი, 11 აგვისტო“. ეს არის დასასრული სტატიისა, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ქუთაისის ბანკის საქმე“ დასაწყისი რუსულად რედაქციის შენიშვნებით.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ქუთაისის ბანკის საქმე“ გაგრძელება რუსულად რედაქციის შენიშვნებით.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 8 სექტემბერს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა თავისი შედგენილი ანგარიში ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 8 სექტემბერს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის 1889-1890 სასწავლო წლის მოკლე ანგარიში.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 8 სექტემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ყველა საშუალო სასწავლებელში გაუქმდა გიმნასტიკის გაკვეთილები, გაკვეთილის ხანგრძლივობა კი ისევ 55 წუთი გახდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 18 სექტემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძის ბროშურის „ქუთაისის ბანკის საქმე“ დაბეჭდვის ნება გასცა ახალი სათაურით „ქუთაისის ბანკის კომიტეტი და ბ-ნი ჩიკვაიძე“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 27 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა, მიხეილ ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილით სთხოვა, 3 სექტემბერს გაგზავნილი თანხის მიღება დაედასტურებინა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „მწყემსში“ დაიბეჭდა რედაქტორ დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძის სტატიის „მწარე ფიქრები“ დასაწყისი, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ილია ჭავჭავაძის, როგორც რედაქტორის, მოღვაწეობა „დროებასა“ და „ივერიაში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოვიდა ბროშურა „ქუთაისის ბანკის საქმე“, წერილები ილია ჭავჭავაძისა“, რომელსაც ეწერა, რომ დაბეჭდილია ავტორის ნებართვით.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 2 ოქტომბერს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო წიგნი „დავითი მესხური“ ნომრით 947.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის დაკრძალვას დაესწრო და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და „ივერიის“ რედაქციის სახელით გარდაცვლილის კუბო გვირგვინებით შეამკო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილმა თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას მისწერა, რომ წიგნების შესაძენად გამოგზავნილი თანხა მიიღო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „მწყემსში“ დაიბეჭდა დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძის სტატიის „მწარე ფიქრები“ დასასრული, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ილია ჭავჭავაძის – რედაქტორის მოღვაწეობა „დროებასა“ და „ივერიაში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების თავმჯდომარე მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი მთავარ გამგეობას სკოლაში მისული რევიზორის მიერ წესდების მთლიანად შეცვლისა და ქართული ენის რუსულით ჩანაცვლების მოთხოვნის თაობაზე ატყობინებს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 19 ოქტომბერს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას უგზავნის წერილს ყაზბეგში სკოლის გახსნის აუცილებლობის მოთხოვნით. მთავარმა გამგეობამ ამისათვის 20 თუმანი გამოყო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „გურგენაულის ბაბო“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.