ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი, თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელი, დაიბადა 1891 წლის 4 მაისს. მართლმადიდებელი.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 3 მაისი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რამდენი უნდა მიეცეს მუშაკაცს ცეცხლის გასაქრობად“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 14 მაისს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა მოხსენება თავისი მმართველობის შესახებ.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 16 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების კრებას.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძე ხელახლა აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველის თანამდებობაზე.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის 19 მაისს ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა უარი თქვა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მუშაობის გაგრძელებაზე.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 20 მაისიდან გაზეთ „ივერიის“ ბეჭდვა მაქსიმე შარაძეს დაავალეს. სტამბა ილია ჭავჭავაძის სახლის სარდაფში იყო მოწყობილი.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის ივნისის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემის უფლება ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობას გადასცა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თბილისის კომერციულ ბანკს წერილობით აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძის პეტერბურგიდან ჩამოსვლამდე საბუთებს ხელს გამგეობის წევრი ალექსანდრე ჭყონია მოაწერდა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის ივნისის ბოლოს ილია ჭავჭავაძე საბანკო საქმეების მოსაგვარებლად და სამკურნალოდ მეუღლესთან ერთად მოსკოვსა და პეტერბურგში გაემგზავრა. მას დიაბეტის ფონზე ღვიძლი აწუხებდა, ოლღა გურამიშვილს კი სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებდა.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პედაგოგი დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი დაიბადა 1891 წლის 3 ივნისს. ის იყო მართლმადიდებელი და წლიური ჯამაგირი ჰქონდა 6458 რუბლი.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 7 ივნისს დავით ჩუბინაშვილის გარდაცვალების გამო ილია ჭავჭავაძემ ეკატერინე ჩუბინაშვილისას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა ნეკროლოგი სათაურით „დავით იესეს ძე ჩუბინიშვილი“, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1891 წლის ივლისის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდა და მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიულ კლინიკაში პროფესორ გრიგოლ ზახარინთან მკურნალობდა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 21-22 ივლისს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად პეტერბურგიდან პეტერგოფის დასათვალიერებლად გაემგზავრა.

1891

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკიას ხელწერილის მიხედვით, 1891 წლის 7 აგვისტოს ბ. მდინარაძემ ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიას 10 ცალი „ორი პატარა ამბავი“ გადასცა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ნარკვევი“, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის პირველი სექტემბრიდან 1892 წლის პირველ სექტემბრამდე ლუარსაბ ბოცვაძე დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში მასწავლებლობდა.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის პირველი სექტემბრიდან ოლგა იოსების ასული მიქელაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ყარსში.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის პირველი სექტემბრიდან სამსონ გიორგის ძე ყიფიანი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ძველ სენაკში.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის პირველი სექტემბრიდან ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი სოხუმში.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის პირველი სექტემბრიდან დეკანოზი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი (მაჭაროვი) იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ფოთში.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის პირველი სექტემბრიდან ივანე გიორგის ძე რატიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ბაქოში.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის პირველი სექტემბრიდან ბეჟან დავითის ძე წერეთელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი საჩხერეში.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის პირველი სექტემბრიდან კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე და სილოვან თომას ძე ხუნდაძე იყვნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში.