ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ოლივერ უორდროპი დაინიშნა ბრიტანეთის ელჩის პირად მდივნად და კონსულად სანკტ-პეტერბურგში.

1892

ტიპი: ორგანიზაცია

1892 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გ. მაიაშვილის ფსევდონიმით დაიბეჭდა გიორგი ზდანევიჩის ვრცელი რეცენზია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოთხტომეულის პირველი ტომის შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის ზაფხულში ელისაბედ ჭავჭავაძე მძიმე ავადმყოფი იყო, შიშობდნენ, რომ ქოლერა ჰქონდა. ილია ჭავჭავაძემ გასასინჯად მიუყვანა ცნობილი ინფექციონისტი ევგენი კრასნოგლიადოვი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის სექტემბრამდე თბილისის გუბერნატორმა გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძემ ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, შეესწავლა თბილისისა და დუშეთის მაზრებში ქოლერის ეპიდემიასთან დაკავშირებული ვითარება.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელს შორის გამართულ პოლემიკასთან დაკავშირებით გაზეთ „ნოვოე ობოზრენიში“ ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის წერილები გამოქვეყნდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელ იანვარს ქართულ თეატრს კონსტანტინე ყიფიანის საბენეფისოდ უნდა წარმოედგინა გ. ერისთავის ოთხმოქმედებიანი დრამა „მეორედ გაყმაწვილება“, „თამარ ბატონიშვილის“ მეოთხე მოქმედება და დივერტისმენტი.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს თეოფილე კანდელაკი მეჯვრისხევის სკოლის მასწავლებელი იყო.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი ცოლად გაჰყვა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1908 წლებში სპირიდონ პეტრეს ძე გავაშელიშვილი ფა­რა­ხე­თის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-93 წლებში ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ლუკა მათეს ძე ბახტაძე სოფ. მათხოჯის წმ. ვასილის ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის ცირკულიარის მე-13 ნომერში გამოქვეყნდა ვსევოლოდ მილერის სტატია მოსე ჯანაშვილისა და მისი კოლეგების ნაშრომის „Известия грузинских летописей и историков о Северном Кавказе и России“ შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ვიქტორ გამყრელიძემ სპექტაკლში „პატარა კახი“ გელას როლი შეასრულა. წარმოდგენას ესწრებოდნენ ოლივერ უორდროპი და ალექსანდრე სუმბათაშვილი.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა პეტერბურგის I სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და ოფიცრის წოდება მიენიჭა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1900 წლებში ნესტორ იოსების ძე გიორგაძე ქუთაისის მთავარანგელოზის (ძელქვიანის სასაფლაოს) ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ხორველის გავრცელების გამო წარმოდგენების მართვა შეწყვიტა ხელოსანთა ამხანაგობამ, რომლის წევრებიც იყვნენ: ისაკ ძნელაშვილი, ვასო თევდორაშვილი, ამირან ნიკოღოსოვი, შაქრო მჭედლიშვილი, ვანო სუხიშვილი და გიორგი ჯაბაური,.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ხელოსანთა ამხანაგობა ვასო თევდორაშვილის სახლში მართავდა კრებებს.

1892

ტიპი: ორგანიზაცია

1892 წელს ხოლერის დასრულების შემდეგ ხელოსანთა ამხანაგობამ უბნებში წარმოდგენების მართვა განაგრძო, ამხანაგობას შეუერთდნენ ახალი წევრებიც – იოსებ იმედაშვილი, დათიკო რ. შველიძე და გიორგი მურმანიშვილი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის სტატია „სამოქალაქო სკოლის დამხმარე საზოგადოება“.