ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51171

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წელს არქიმანდრიტი ნიკოლოზი იყო თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ თევდორე კიკვაძე მშობლიურ სოფელ მაკვანეთში დაბრუნდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს მშობლიურ მაკვანეთში დაბრუნებულმა თევდორე კიკვაძემ იქაურ გავლენიან პირებთან სკოლის გახსნის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს თევდორე კიკვაძის წინადადებით მისმა მშობლიურმა სოფელმა, მაკვანეთმა ერთხმად მიიღო დადგენილება სოფელში სკოლის გახსნის შესახებ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს მაკვანეთის მოსახლეობამ სოფელში სკოლის გახსნის ორგანიზება თევდორე კიკვაძეს მიანდო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს თევდორე კიკვაძემ მაკვანეთში სკოლის გახსნის თხოვნა და შესაბამისი ოქმი ქუთაისის გუბერნიის სკოლების დირექტორ ლევიცკის გაუგზავნა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს მაკვანეთელებისთვის სკოლის გახსნის საქმის პარალელურად თევდორე კიკვაძე მოსაზღვრე ქობულეთელების განათლება-განვითარებაზე ზრუნავდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-1891 წლებში თევდორე კიკვაძე ერთი წელი ასწავლიდა ბავშვებს ახლად გახსნილ მაკვანეთის სოფლის სკოლაში, მერე კი იძულებული გახდა, მოშორებოდა საყვარელ საქმეს, რადგან 500-600 მანეთი ვალი ჰქონდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს თევდორე კიკვაძის ინიციატივით გახსნილი მაკვანეთის სკოლა შემდგომში თემის შვიდწლედად გადააკეთეს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა თბილისის სასულიერო გიმნაზიაში მომხდარი მოსწავლეთა აჯანყების ორგანიზატორებზე შური იძია და სემინარიადამთავრებულებს ყოფაქცევაში ოთხიანი გამოაყოლა.

1890

ტიპი: თანამდებობა

არქიმანდრიტი ნიკოლოზი, რომელიც 1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, შემდგომში ვარშავის არქიეპისკოპოსი გახდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს, მიუხედავად ცუდი დამოკიდებულებისა, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორმა, ნიკოლაი დარსკიმ თევდორე კიკვაძეს შესთავაზა კიევის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება და სარეკომენდაციო წერილსაც შეჰპირდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორს, არქიმანდრიტ ნიკოლოზს შეეძლო სემინარიაში მოწაფეთა აჯანყების მეთაურები სრულად გაერიცხა სემინარიიდან, თუმცა იგი მხოლოდ ყოფაქცევაში ოთხიანების გამოყოლებას დასჯერდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა იაკობ მანსვეტაშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს სკოლის საქმეები (1879 წლიდან 1885-ის ჩათვლით) გაუგზავნა და სთხოვა, როცა ეს დოკუმენტაცია აღარ დასჭირდებოდა, დაუყოვნებლივ დაებრუნებინა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 4 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკა ახალი წლისთვის“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 8 იანვარი“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის ინტერესი ბულგარეთისადმი“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 10 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სასწავლო პროგრამების შეცვლის აუცილებლობა რუსეთში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 13 იანვარი“, რომელიც ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის ხარბი ხელი საყოველთაო საქმეებში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 16 იანვარი“, რომელიც თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა ჟურნალ-გაზეთების თვალით“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 21 იანვარს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ სპირიდონ ჯორჯიკიამ კერძო პანსიონი გახსნა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მასწავლებლები – სპირიდონ მატარაძე და სპირიდონ ჯორჯიკია პედაგოგიური რჩევის გადაწყვეტილებას არ ემორჩილებოდნენ და მეექვსე გაკვეთილზე არ რჩებოდნენ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ განათლების მინისტრის ცირკულარის თანახმად, გაკვეთილების დრო 50 წუთამდე შემცირდა და 5 გაკვეთილის ნაცვლად დაინიშნა 6, ბოლო – გიმნასტიკისთვის.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ქუთაისის სკოლაში გიმნასტიკის გაკვეთილებისთვის საჭირო თანხა არ იყო გამოყოფილი, ამიტომ მოსწავლეებს მიეცემოდათ თავისუფალი დრო სასწავლად. მათ კი, ვინც სხვებს სწავლაში ჩამორჩებოდა, მიეხმარებოდნენ სკოლის მასწავლებლები და ინსპექტორი.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის დიდი და პატარა ონავრები“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 23 იანვარი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო გამსესხებელ-შემნახველი საზოგადოებანი და მოკლევადიანი კრედიტის საკითხი გლეხობისათვის“.