რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ სალაზარევისთვის მიეცა 2000 კონვერტის თანხა – 4 მან.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების წევრი თომა იოსების ძე ასათიანი მსახურობდა მღვდლად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ დავით კარიჭაშვილს დავალებული ჰქონდა თომა ასათიანის საყმაწვილო მოთხრობების განხილვა, რათა გამგეობას გადაეწყვიტა მათი დაბეჭდვის საკითხი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დავით კარიჭაშვილის დასკვნის საფუძველზე არ დააკმაყოფილა თომა ასათიანის თხოვნა მისი საყმაწვილო მოთხრობების დაბეჭდვის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იაკობ გოგებაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ კომისიების დანიშვნით გამგეობის საქმეები სათანადოდ ვერ სრულდებოდა, რადგან წევრებს ეძნელებოდათ კომისიათა სხდომებზე დასწრება. ის მოითხოვდა კომისიათა გაუქმებას და ადრინდელი წესის დაბრუნებას, რომლის მიხედვითაც ყველა საქმეს განიხილავდა გამგეობა რიგით სხდომებზე და იმ შემთხვევაში, თუ საქმე მოითხოვდა დაწვრილებით შესწავლას, ანდობდა გამგეობის ერთ-ერთ წევრს და არა კომისიას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი კრებისთვის გადადო საპატიო წევრის, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისას წინადადების – შობისთვის საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტის გამართვის შესახებ – განხილვა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების საპატიო წევრის, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისასთვის ბაზრის გასამართად 200 მანეთი მიეცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო გამგეობის წევრის, ივანე ზურაბიშვილის მოხსენების განხილვა საზოგადოების სამკითხველოებისათვის საანგარიშო ფორმის შემოღების შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, სულ 345 მან. 69 კაპ. ოდენობით.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლის მიხედვით, გაიცა თბილისის I სახალხო ბიბლიოთეკის ოქტომბრის ქირა – 32 მან. 50 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლის მიხედვითაც გაიცა მუზეუმისა და წიგნსაცავის ოქტომბრის ქირა – 65 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გაიცა კანცელარიის ოქტომბრის ქირა – 16 მან. 25 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გაიცა წიგნის მაღაზიისა და საწყობის ოქტომბრის თვის ქირა 36 მან. 20 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გაიცა ფოტოსახელოსნოსთვის დაქირავებული სახლის ოქტომბრის თვის ქირა – 83 მან. 34 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ ფოტოსახელოსნოს მბეჭდავ ლაბაურისთვის მიეცა ოქტომბრის თვის ხელფასი – 15 მან., ასევე მასვე 15 მან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ რეტუშის მოზაიკოსისთვის მიეცა ოქტომბრის თვის ნახევარი ხელფასი – 20 მან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-ელ ნოემბრამდე შემოსავალი იყო 3421 მან. 88 კაპ., ხარჯი – 2907 მან. 59 კაპ. პირველი ნოემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა სულ 20330 მან. 53 კაპ., სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18268 მან. 47 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: ივანე რატიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, სულ 31 მან. 10 კაპ. ოდენობით.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ ქართველთა წიგნების გამომცემელ ამხანაგობისთვის მიეცათ 24 მან. 75 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არ დააკმაყოფილა ალექსანდრე წინამძღვრიშვილის თხოვნა მის მიერ თარგმნილი „ბიძია თომას ქოხის“ დაბეჭდვის შესახებ.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ეკატერინე მელქისედეკის ასული ლორთქიფანიძისა, დიმიტრი როსტომის ძე მელაძე და გიორგი სარალიძე იყვნენ საზოგადოების დამხმარე წევრები ბალახანში.