ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50047

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებზე დასასწრებად ალექსი ჭიჭინაძის გაგზავნა გადაწყვიტა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 27 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თეატრში უილიამ შექსპირის „მეფე ლირის“ წარმოდგენას დაესწრო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ რუბრიკით „ახალი ამბავი“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი ერნესტო როსის მონაწილეობით გამართული წარმოდგენის შესახებ. ეს წერილი ილიას თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ერნესტო როსი „მეფე ლირის“ როლში“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 1-ლ ივნისს ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისიდან სენაკში წავიდა სკოლის რევიზიისთვის.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძემ თბილისსა და საგურამოში ერნესტო როსის უმასპინძლა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის ივნისში თედო კიკვაძე სოფელ მაკვანეთში დაბრუნდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 2 ივნისს ნიკოლოზ ხიზანიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გაუგზავნა გურულის წიგნი „ვახტანგის კანონები ხუცური“ N1275, რომლის მიღებაც ხელმოწერით დაადასტურა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტს სთხოვა, გადაეხადათ ექვთიმე თაყაიშვილის გზის ხარჯი – 32 მანეთი, რაც მას ქუთაისისა და სენაკის სკოლებში (რევიზიის ჩასატარებლად) ჩასასვლელად დასჭირდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 7 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თევდორე ჟორდანიას გაუგზავნა წიგნი „წერილები ისტორიული“, რომლის მიღებაც მან ხელმოწერით დაადასტურა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 9 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ „ივერიის“ რედაქციას გადასცა თავისი წიგნი „ისტორიული ნარკვევი ანუ ქრისტომატია საქართველოს ისტორიისათვის უძველეს დროიდამ ბაგრატიონთ გამეფებამდე“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 17 ივნისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ერნესტო როსის გამოსათხოვარ წარმოდგენას, შექსპირის „ჰამლეტს“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძემ სიტყვით მიმართა ერნესტო როსის მტკვრის სანაპიროზე, ვაზის ბაღში, როსის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 28 ივნისს თბილისში, გერმანელთა დასახლებაში, ილია ჭავჭავაძე იოსებ რატილის ქართული გუნდის კონცერტს დაესწრო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 15 ივლისს სიმონ სიმონის ძე საყვარელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლას სტეფანე ვასილის ძე კლუჩარევის სანოტარო ბიუროში დამტკიცებული ცნობით 40 თუმანი და ხუთპროცენტიანი სარგებლის ბილეთი, ხოლო თბილისის სასულიერო სემინარიას 500 თუმანი დაუტოვა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „ტფილისი, 3 აგვისტო“ დასაწყისი. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წლის 5 აგვისტოს პედაგოგმა ივანე ბედელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლა დატოვა, მის ნაცვლად განყოფილებამ მთავარ გამგეობას გურიაში მოღვაწე პედაგოგის, არსენ სიმონის ძე წითლიძის დანიშვნა სთხოვა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის გაგრძელება „ტფილისი, 4 აგვისტო“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის გაგრძელება „ტფილისი, 8 აგვისტო“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 10 სექტემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძის ბროშურის „ქუთაისის ბანკის საქმის“ დაბეჭდვის ნებართვა გასცა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის გაგრძელება „ტფილისი, 9 აგვისტო“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის დასასრული „ტფილისი, 11 აგვისტო“. ეს არის დასასრული სტატიისა, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ქუთაისის ბანკის საქმე“ დასაწყისი რუსულად რედაქციის შენიშვნებით.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ქუთაისის ბანკის საქმე“ გაგრძელება რუსულად რედაქციის შენიშვნებით.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის სექტემბერში მთავრობისგან შექმნილი შეფერხებების გამო თევდორე კიკვაძემ 60-მდე ბავშვი შეაგროვა და ყოვლეგვარი საბუთის გარეშე დაიწო მათი სწავლება.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 8 სექტემბერს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა თავისი შედგენილი ანგარიში ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მდგომარეობის შესახებ.