ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 16 ნოემბერს გამგეობის მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამოვიდა წინადადებით, რომ გამგეობას მონაწილეობა მიეღო ქ. მაინცში დაგეგმილ საერთაშორისო საბეჭდი ანბანებისა და მანქანების გამოფენაში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მხედველობაში მიიღო ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის წერილი საზოგადოებისთვის დიდ ჯიხაიში უფასო სახალხო ბიბლიოთეკის გახსნის თაობაზე. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის – 39. 60 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, სულ 105 მან. 27 კაპ. ოდენობით.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ალექსანდრე თოიძისთვის სურათების თანხის – 7. 52 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების ყდაში ჩასასმელად 21 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში პ. გ. ალექსანდროვისთვის წიგნების თანხის, 1. 5 მანეთის, მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ ელისაბედ როინაშვილისთვის ალექსანდრე როინაშვილის ორი ბიძაშვილის აღსაზრდელად მიეცათ ნოემბრის თანხა – 20 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ მიეცათ ექ. მელაძისთვის საერო დღესასწაულის თანხა – 3 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ივანე მაჭავარიანისთვის წიგნების თანხის – 25 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისას II სახალხო ბიბლიოთეკისთვის უნდა გადასცემოდა 15 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-16 ნოემბრის შემოსავალი იყო 382 მან. 88 კაპ., ხარჯი – 1471 მან. 63 კაპ. 16 ნოემბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა სულ 18892 მან. 23 კაპ., სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18628 მან. 2 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი ალექსანდრე მიქაბერიძე, წევრები: ეკატერინე გაბაშვილისა, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე რატიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს „კოკორის“ მე-12 გამოცემაში მისცა 240 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ხელახლა განიხილა იაკობ გოგებაშვილის თხოვნა „კოკორის“ მე-12 გამოცემაში 240 მან. ერთიანად მიცემის შესახებ და დააკმაყოფილა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ივანე ზურაბიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, ივანე აბაშიძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 ნოემბრისთვის იაკობ გოგებაშვილის მოხსენების შესახებ არსებობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის შემდეგი გადაწყვეტილება – მიეცეს იაკობ გოგებაშვილს 240 მანეთი „კოკორის“ 400 ცალში ნაწილ-ნაწილ წლის განმავლობაში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 240 მანეთად შეიძინა საავტორო უფლება იაკობ გოგებაშვილის „კოკორის“ მე-12 გამოცემაზე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯით დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის „კოკორის" მე-12 გამოცემა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრმა, იაკობ გოგებაშვილმა, გამგეობას სთხოვა, ერთიანად მიეცათ საზოგადოების მიერ შეძენილი „კოკორის“ მე-12 გამოცემაში 240 მან., სამაგიეროდ რვეულების თანხას, 75 მან. საზოგადოებას წლის ბოლომდე დააცდიდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ თანახმად ილია კარგარეთელის თხოვნისა, მიეცათ მისთვის 50 მან. და ჩამორთმეოდა პირობის ქაღალდი, რომ იგი სრულიად უთმობდა საზოგადოებას სახალხო სიმღერების კრებულის საავტორო უფლებას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში ელენე ჯინოშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა წიგნების გაგზავნა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქუთაისის ბიბლიოთეკისთვის.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, წიგნების ვაჭრობიდან შემოსავალმა თვალსაჩინოდ იმატა: 1906 წელს შემოვიდა 2469 მანეთი და 50 კაპიკი, 1907 წელს – 3075 მანეთი და 65 კაპიკი, 1908 წელს – 4083 მანეთი, 1909 წელს – 3900 მანეთი და 34 კაპიკი, 1910 წელს – 4640 მანეთი და 13 კაპიკი, 1911 წელს – 4570 მანეთი და 26 კაპიკი და 1912 წელს – 7845 მანეთი და 09 კაპიკი. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, წიგნსაცავი, რომელიც საზოგადოების კანცელარიაში იყო მოთავსებული, საანგარიშო წლის ზაფხულში გამგეობამ ქართულ გიმნაზიაში გადაიტანა და მესამე სართულზე, დიდ დარბაზში მოათავსა. წიგნსაცავი და მუზეუმი ყოველდღე ღია იყო, დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას არ ჰქონდა ისეთი ძლიერი და მუდმივი წყარო, რომ ერთ სკოლაში ორი მასწავლებლის დანიშვნა შეძლებოდა. საზოგადოების შემოსავალს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელუხლებელი თანხა ასი ათას მანეთს გადასცდა, მის განკარგულებაში მხოლოდ 25 ათასი მანეთი იყო, 75 ათას მანეთს კი სხვა დანიშნულება ჰქონდა. ანდერძის მიხედვით, თანხა შემომწირველთა სურვილისამებრ უნდა დახარჯულიყო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამგეობა ცდილობდა, ხელუხლებელი ძირითადი თანხა გაეზარდა და ძლიერი სასკოლო ფონდი შეექმნა. თანხების წლიური სარგებლის ერთი მეათედი ძირითად თანხას ემატებოდა, ხოლო ცხრა მეათედი იხარჯებოდა. ძირითადი თანხა მუდმივად იზრდებოდა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.