ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50047

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1895 წლებში იონა მიხეილის ძე მეუნარგია მსახურობდა ფოთში ქალაქის გამგეობის წევრად.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს გამოვიდა ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მოთხრობების საიუბილეო გამოცემა.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1897 წლებში ვასილ თედორეს ძე შარაბიძე ბოს­ტა­ნას მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანის ისტორიული დრამა „მეფე დავით აღმაშენებელი“.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-94 წლებში იოანე ლავრენტის ძე ცქიტიშვილი საქარის მაცხოვრის ჯვარცმის (გულბანდიანის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წელს ზოტიკე პეტრეს ძე ჩიქვილაძე სკანდის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-94 წლებში ამბერკი ვასილის ძე მამფორია ტობანიერის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

დესპინე ივანიძე კოტე მესხმა პირველად 1891-1892 წლებში გამოიყვანა სცენაზე.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წელს მიშა თუშმალიშვილი, ბესო მაისურაძე, გიორგი ჩიქოვანი, გ. ხუციევი, ვანო მაისურაძე და სხვ. ავლაბარის სცენისმოყვარეთა ამხანაგობის წევრები იყვნენ.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს თბილისში რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაია შეუერთდა ადგილობრივ სცენისმოყვარეთა ჯგუფს, რომელიც ქალაქის განაპირა უბნებში სახალხო წარმოდგენებს მართავდა.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა, მაგრამ აკრძალული წიგნების კითხვის გამო III კლასიდან გაუშვეს.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს შიო დედაბრიშვილმა და ვარშავაში მცხოვრებმა უმაღლესი სასწავლებლის ქართველმა სტუდენტებმა შეადგინეს „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წესდება.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის ნეკროლოგი „ამვროსი დავითის ძე ხელაშვილი“.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს დიმიტრი ხოშტარიამ დაასრულა ოდესის უნივერსიტეტის სასწავლო კურსი.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1891 წელს ოდესაში სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების პერიოდში დუტუ მეგრელი ავად გახდა.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს დუტუ მეგრელმა ავადმყოფობის გამო ვერ აიღო ოდესის უნივერსიტეტის დიპლომი.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს გამოიცა თედო სახოკიას მიერ თარგმნილი ვიქტორ ჰიუგოს „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს, მას შემდეგ რაც დუტუ მეგრელმა ავადმყოფობის გამო ვერ აიღო ოდესის უნივერსიტეტის დიპლომი, დედამისმა ურჩია, დიპლომზე ფიქრს შეშვებოდა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს გამოვიდა თედო სახოკიას მიერ თარგმნილი ვოლტერის „უმანკო“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს თედო კიკვაძე მაკვანეთიდან ზესტაფონში გაემგზავრა.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წელს თედო კიკვაძე იყო გომის შავი ქვის განყოფილების გამგე.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს ნიკოლოზ ღოღობერიძემ თედო კიკვაძე ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ გომში გაგზავნა შავი ქვის კანტორის გამგედ.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წელს ნიკოლოზ ღორობერიძე იყო ქვის მწარმოებელი ზესტაფონში.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ფილიპე მახარძე და ნოე ჟორდანია სწავლის გასაგრძელებლად ვარშავაში გაემგზავრნენ.

1891

ტიპი: განათლება

1891 წლიდან ფილიპე მახარაძე და ნოე ჟორდანია ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში სწავლობდნენ.