რეგისტრირებული ფაქტები50047
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, მალინოვსკის ქვრივი, ერთ-ერთი მიწის მესაკუთრე, სამუზეუმო კომისიას მისი წილი მამულისთვის 5000 მანეთს სთხოვდა და 3000 მანეთად, როგორც კომისიას ჰქონდა შეაფასებული, არ უთმობდა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ვახტანგ მუსხელაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 10 სექტემბერს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარემ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, კომისიის სხდომაზე კრებას მუზეუმისთვის ადგილის შეძენის შესახებ მოახსენა. ადგილი, რომელიც ოლღასა და წყნეთის ქუჩების შუაში მდებარეობდა, 250 კვადრატულ საჟენი იყო. მიწის მესაკუთრეები წილოსანის, მალინოვსკისა და ცისკარაშვილის ქვრივები იყვნენ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოში გაიხსნა სამუზეუმო კომისიის კრება ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით. კრებას ესწრებოდნენ ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 6 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის სექციებად დანაწილება გადაწყვიტეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 6 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაქსიმე მარკოზაშვილის განცხადება საგურამოს სკოლის მასწავლებლობიდან განთავისუფლების შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 30 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 6 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 577. 69 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 6044. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 6 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 30 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 974. 39 მანეთი და დაიხარჯა – 1397. 04.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის ბიბლიოთეკას 244 ხელმომწერი ჰყავდა. მათ მიერ გატანილი წიგნებიდან სასულიერო შინაარსის იყო 8, 800 – მოთხრობა-პიესა, 300 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი, 50 – გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 100 –საბუნებისმეტყველო, 50 – სასოფლო-სამეურნეო, 40 – საზოგადოებრივი და 765 ცალი ჟურნალი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 30 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 500. 34 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 7044. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 30 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 24-დან 30 ოქტომბრამდე საზოგადოებაში შევიდა 1549. 61 მანეთი და დაიხარჯა – 1278. 44.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ლომოური, მარიამ კეზელი, კონსტანტინე ელიოზიშვილი, სევასტი შველიძე, პარმენ ჯაფარიძე, ნიკოლოზ ხარატაშვილი, ფილიმონ კარბელაშვილი და სვიმონ გოგლიჩიძე გორის საზოგადოების აგენტებად აირჩიეს.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 18 სექტემბერს მიხეილ ბახტაძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს მამული იჯარით ივანე გრიგოლის ძე მაღალაშვილსა და კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ნაკაშიძეს გადაეცათ.
1884
ტიპი: ორგანიზაცია
1884 წელს ნინო ანდრონიკაშვილისა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილი საგურამოს მამული მოიჯარე ელენე სტაუგაიტისმა გამგეობის წევრ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის თანხმობით, ა. ი. კოპტევს გადასცა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს მამულის –ერთი საკუთარის, ერთიც იჯარით აღებულის – გამგებლობა ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს ებარა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ლეიტენანტი მიხეილ გრიგოლის ძე ჯომარჯიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.