ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს იაკობ გოგებაშვილის თხოვნა „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ ბეჭდვის დასაწყებად თანხის გამოყოფის თაობაზე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მადლობა გადაუხადეს თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსს ყაზბეგში შემოწირულობების ყუთის დადგმაში დახმარებისთვის.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან იოსებ ლუკას ძე ისარლიშვილს საზოგადოებისთვის არქიმანდრიტ ვარლამ ერისთავის რუსულენოვანი წიგნის „მოკლე ქართული გრამატიკა“ და ხელნაწერის „პანთეონი ქართული პოეზიისა“ შეწირვისათვის მადლობა შეუთვალეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 28 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ფიქრები გლეხკაცის გაღონიერებაზე“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აპრილში გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძემ ვეტერანის ფსევდონიმით გამოაქვეყნა ვრცელი რეცენზია ივანე მაჩაბლის წიგნზე „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“ სათაურით „განაწყენებული უძლურება, თავადი ილია ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობა“. მასში განმარტებულია, რამ გამოიწვია ივანე მაჩაბლის დაპირისპირება ილია ჭავჭავაძესთან.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 19 აპრილის შემდეგ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ივანე მაჩაბლის გამოხმაურება ვლადიმერ მიქელაძის წერილზე „განაწყენებული უძლურება, თავადი ილია ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობა“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 3 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის სასულიერო სასწავლებელს მოთხოვნილი წიგნების ანგარიში გაუგზავნა. წერილს ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 აპრილს ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილთან ერთად დავით გიორგის ძე ერისთავის „სამშობლოს“ წარმოდგენას დაესწრო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხელთუბნის სკოლისთვის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის მიერ დასაბეჭდად წარმოდგენილი წიგნი „რუხი მგელი“ განსახილველად ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილისთვის გადაეცათ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს წინარეხის, ხელთუბნისა და თიანეთის სკოლების მასწავლებელთა თხოვნა საწავლო ნივთების გაგზავნის თაობაზე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბესარიონ ლომინაძეს, ბესარიონ ნიჟარაძესა და ვასილ ბიბილაშვილს მადლობა გადაუხადეს ხელნაწერი წიგნის, სვანეთში ნაპოვნი ორი ისრისა და ორი ხელნაწერი რვეულის გადაცემისთვის.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 14 აპრილამდე ილია ჭავჭავაძემ დაწერა გაგრძელება ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ, მაგრამ არ გამოაქვეყნა. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი შეტანილია სათაურით „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილმა წაიკითხა დასკვნა მისთვის სარეცენზიოდ გადაცემული შემდეგი რუსული წიგნების შესახებ: „მოთხრობები მიწასა და ცაზე“, „მინდვრებისა და ტყეებისთვის მავნე მწერების შესახებ“, „მიწისძვრებსა და ცეცხლისმფრქვეველ მთებზე“, „სითბოსა და ჰაერზე“, „წყლის სამ ფორმაზე“, „საუბრები ბუნებაზე“ და „ღვთიურ სამყაროზე“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ნიკოლოოზ ბარათაშვილი (პატარა ეტიუდი ერთის წერილიდამ ამოღებული)“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა, როგორც ნაწილი ვრცელი ნარკვევისა „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 19 აპრილამდე ანონიმურად გამოვიდა ივანე მაჩაბლის ბროშურა „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“, რომელშიც უარყოფითად იყო შეფასებული ილია ჭავჭავაძის საქმიანობა არა მხოლოდ ბანკში, არამედ გაზეთში, წერა-კითხვის გამავრცელებელ, დრამატულ, სათავადაზნაურო სკოლის დამფუძნებელ საზოგადოებებში და სხვ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 19 აპრილის შემდეგ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ განხილული იყო ივანე მაჩაბლის წიგნი „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბანკის მსახურთათვის სააღდგომო პრემიის მიცემაზე შეთანხმდნენ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ქართველ ქალთა კომიტეტის თხოვნა საზოგადოების სასარგებლოდ ლატარიის გამართვასთან დაკავშირებით.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი წერეთლის „რუხი მგელის“ დაბეჭდვა გადაწყვიტეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს, ალექსანდრე ჭყონიასა და ექვთიმე თაყაიშვილს დაავალეს შეედგინათ სია იმ წიგნებისა, რომლებიც პეტერბურგში უნდა შეესყიდათ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა ნიკოლოზ ბარათაშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, იოსებ დავითაშვილისა და მამია გურიელის თხზულებათა გამოსაცემი ფონდის შესაქმნელად „ივერიის“ რედაქციაში შეკრებილი 3081 მანეთი და 19 კაპიკი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 30 აპრილის გაზეთ „მწყემსში“ სოფლის მღვდლის ფსევდონიმით დაიბეჭდა რედაქტორ დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძის სტატია „მწარე ფიქრები“.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის მაისში იასე ადამის ძე ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის მაისის ბოლოს–ივნისის დასაწყისში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელს შორის გამართულ პოლემიკასთან დაკავშირებით გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ პავლე მიხეილის ძე იაკიმოვის წერილი გამოქვეყნდა.