ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11660.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფული 5422.31 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 13-დან 21 ნოემბრამდე საზოგადოებას 16953.42 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 34-ე სხდომაზე ილია ჭავჭავაძის მეორე მოადგილე პეტრე მირიანაშვილი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 34-ე სხდომაზე ილია ჭავჭავაძის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე იყო.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს დავით მირზაყანის ძე ანჩაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს ხამუკ ანჩაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ვასილ ალექსანდრეს ძე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს ციკალიკო ანჩაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 მარტს თბილისის გუბერნიის საზოგადოებათა საქმეების სამმართველოს დადგენილებით, დაკმაყოფილდა მოთხოვნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე) წესდების შეცვლის თაობაზე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. ჯუმათის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკას 25 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 28 დეკემბერს სტიპენდიატმა გერონტი ქიქოძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 25 მანეთი სთხოვა. გამგეობამ უარი უთხრა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 30 იანვარს გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს წესდების პროექტი, რომლის წარდგენა მეფისნაცვლის კანცელარიაში დიმიტრი ყიფიანს, ილია ჭავჭავაძესა და ბესარიონ ღოღობერიძეს დაევალათ. ამ წესდებით საზოგადოება 1907 წლის მარტამდე მოქმედებდა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წლის წესდების მიხედვით საზოგადოება შედგებოდა დამფუძნებელი, საპატიო, ნამდვილი და დამხმარე წევრებისგან. საზოგადოების წევრად იღებდნენ ყველას განურჩევლად წოდებისა და სქესისა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი ნიკოლოზ ღოღობერიძე 1881 წლიდან ყოველწლიურად იხდიდა საწევროს 20 მანეთს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 522. 86 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 346. 86 და შენახული თანხა – 6002. 92.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 28 დეკემბერს არისტოფანე რამინაშვილი გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 28 დეკემბერს სიმონ მჭედლიძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 12-დან 18 დეკემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 1114. 07 მანეთი და დაიხარჯა – 1163. 40.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ს. კუხალაშვილმა ყალამშიის სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე უარი განაცხადა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 719. 81 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 6044. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კონსტანტინე და ნიკოლოზ ტურიაშვილები საინგილოში სკოლის დასაარსებლად საზოგადოებას ყოველწლიურად 100 მანეთს სწირავდნენ.