ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1872

ტიპი: თანამდებობა

1872 წლის 8 მარტს კონსტანტინე მამაცაშვილი თბილისის სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პირველი ნაწილი ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „მიზანტროპის დღიურიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომერში ნიკ. დიმიტრიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკოლოზ ყიფიანის კრიტიკული წერილი „იანიჩარი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმანი ტომას მურის ლექსისა „ირლანდიისადმი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის ნარკვევი „ჩვენი საზოგადო ქრონიკა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ჩანახატი „სცენები საპატიმროში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის პიესა „სურათები ჩვენი ცხოვრებიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მესამე ნომერში ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ფრაგმენტი მამია გურიელის პოემიდან „რაშიდ ვარდიძე“.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 26 მარტს გორში, თავად ივანე ერისთავის სახლში, ლიტერატურული საღამო გაიმართა, რომელშიც გიორგი ერისთავი მონაწილეობდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 31 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ყიფიანის ფელეტონი „ქართველების კალონია სპარსეთში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სერგეი მესხის ბიბლიოგრაფია „კრებული ─ მეექვსე და მეშვიდე წიგნი. 1872 წ.“ წიგნებში გამოქვეყნებული მასალების შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე ნომერში სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური სტატია „ბანკის საქმე“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე ნომერში გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მოთხრობა „საუბარი ორთა შუა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე წიგნში ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის მიერ ნათარგმნი მიხეილ ლერმონტოვის პოემა „დემონი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილი რედაქტორისადმი, ჟურნალ „მნათობში“ ანტონ ფურცელაძის დაბეჭდილი სტატიის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 14 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ანჩისხატისუბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „წიგნების ბეჭდვა ქუთაისში“.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 14 აპრილის გაზეთ „დროების“ ცნობით ანტონ ფურცელაძე გიორგი წერეთლის წერილების გამოქვეყნებას აპირებდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 14 აპრილის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ერისთავი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების გამოცემას აპირებდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 28 აპრილს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „გიშრის ვაჭრობა იმერეთში”.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 28 აპრილს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია “გორითგან” გორის მაზრის კერძო სკოლების შესახებ.

1872

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაიბადა 1872 წლის 4 მაისს სოფ. მათხოჯში.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 5 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი სერგეი მესხის წერილისა „სამი კვირა იმერეთში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 5 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „შვეიცარია, ციურიხი“ ევროპული საგანმანათლებლო გამოცდილების შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 5 მაისს გაზეთ „დროებაში“ ანტონ ფურცელაძის მიერ რედაქტორ სერგეი მესხისადმი მიწერილი ღია წერილი გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 12 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასასრული სერგეი მესხის წერილისა „სამი კვირა იმერეთში“.