ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50542

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ქეთევანის როლი ეფემია მესხმა შეასრულა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 12 თებერვალს ეფემია მესხი ქუთაისის თეატრის მსახიობი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ლეონიძის როლი კოტე ყიფიანმა შეასრულა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ნაპოვნი ქართულწარწერიანი ქვები ბორჩალოს მაზრის სოფელ კოსტანიდან თბილისში, კავკასიის მუზეუმში, ჩაიტანეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 13 თებერვალს მოწვეულ კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების მორიგ კრებაზე ილია წინამძღვრიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება სოფლის მეურნეობის საზოგადოებასა და მხარის მოსახლეობას შორის უწყვეტი კავშირის დამყარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებების შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 თებერვალს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა შილერის „ავაზაკები“, რომელშიც მთავარი როლი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა შეასრულა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნაფიცი ვექილი მოსე ათანასეს ძე ქიქოძე ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნოტარიუსი დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნაფიცი მსაჯული ივანე პეტრეს ძე ჯაიანი ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მკურნალი სიმონ ივანეს ძე ხეჩინოვი ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნაფიცი ვექილი დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ა. ნა-ლის (ალექსანდრე ნანეიშვილის) წერილი „ქართული თეატრი ქუთაისში“, რომელშიც აღნიშნულია, რომ დავით ერისთავის „სამშობლოში“ კოტე მესხმა და კოტე ყიფიანმა დიდი ოსტატობით ითამაშეს ლეონიძისა და ხიმშიაშვილის როლები.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ვკითხულობთ, რომ საადგილმამულო ბანკმა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელს გამოუყო 500 თუმანი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ საადგილმამულო ბანკიდან წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლისთვის გამოყოფილი 500 თუმნიდან 300 მანეთი იხარჯებოდა ორი მოსწავლის შესანახად იალტაში.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქუთაისში 23 თებერვალს გახსნილ საკვირაო სკოლაში მოსწავლეები შეისწავლიდნენ საღვთო წერილს, ანგარიშს, რუსულ და ქართულ წერა-კითხვას.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა 23 თებერვალს ქუთაისში საკვირაო სკოლის გახსნის შესახებ. სკოლაში სწავლას შეძლებდნენ სრულწლოვნები და თორმეტ წელზე მეტი ასაკის ყმაწვილები.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე 14 თებერვალს რუსეთში საკვების გარეშე დარჩენილი ხალხის დასახმარებლად სოფელ ბაკურციხეში გამართული მეჯლისის შესახებ წერდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში 67 მოსწავლე სწავლობდა, ნახევარი – თავად-აზნაურთა წრიდან, დანარჩენი – გლეხთა ოჯახებიდან.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლისთვის საადგილმამულო ბანკის მიერ გამოყოფილი 500 თუმნიდან 180 მანეთი გამიზნული იყო ყველის გაკეთებისა და საქონლის მოვლა-მოშენების შესასწავლად ედიმონოვის სასწავლებელში გაგზავნილი ფშაველი მოსწავლის გზის და შენახვის ხარჯისთვის.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლისთვის საადგილმამულო ბანკისგან გამოყოფილი 500 თუმნიდან 200 მანეთი სასწავლო ნივთებისა და წიგნების შესაძენად იხარჯებოდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლისთვის საადგილმამულო ბანკისგან გამოყოფილი 500 თუმნიდან 840 მანეთი იხარჯებოდა ღარიბი თავად-აზნაურების ათი შვილის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლისთვის საადგილმამულო ბანკისგან გამოყოფილი 500 თუმნიდან 50 მანეთი განკუთვნილი იყო წინა წელს იალტაში, ნიკიტის სასწავლებელში, წასული ერთი მასწავლებლისა და ერთი მოსწავლის გზის ხარჯისთვის.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძეს „ივერიის“ იმ ნომრების გაგზავნა სთხოვა, რომლებშიც ვაჟა-ფშაველას პოემები იყო დაბეჭდილი.