ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 9 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბიბლიოთეკისთვის წიგნის „წესდებულება ქართველთ თავადაზნაურთათვის“ შეძენის საკითხი განიხილეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 9 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილს სახალხო ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების სიის შედგენა დაავალეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 9 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მადლობა გადაუხადეს კირიონ საძაგლიშვილს, რომელმაც საზოგადოებას მე-18 საუკუნის ხელნაწერი „სძლისპირნი“, ანტონ კათალიკოსის „რიტორიკა“, ძველი აღთქმის აპოკრიფი, ანა ერისთავ-ბაგრატიონის წერილი მოსკოვის მიტრიპოლიტისადმი და თამარ მეფის მონეტები შესწირა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 13 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ისევ კახეთის რკინისგზის გამო“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე წაიკითხა გამგეობის წერილი, რომელშიც კახეთის რკინიგზის ასაშენებლად 15 ათასი მანეთის გამოყოფას ითხოვდნენ. საკითხი დადებითად გადაწყდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 16 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იმსჯელეს სკოლების შესანახი თანხის მოძიების გზების შესახებ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 16 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია საზოგადოების სასარგებლოდ 19 დეკემბერს გამართული კონცერტის შესახებ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 16 თებერვალს ილია ჭავჭავძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს რუისის სკოლის მასწავლებლისა და სახალხო ბიბლიოთეკარის თხოვნა საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნების მიწოდების თაობაზე.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 17 თებერვალს თელავში გამართულ კახეთის მევენახეთა კრებაზე ილია ჭავჭავაძე ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის წესდების შემმუშავებელ კომისიაში აირჩიეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის გაზაფხულზე დუტუ მეგრელი ისევ ოდესაში დაბრუნდა.

1893

ტიპი: განათლება

1893 წლის გაზაფხულზე დუტუ მეგრელმა ოდესაში სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის გაზაფხულზე დუტუ მეგრელი სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ ოდესიდან ქუთაისში დაბრუნდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბაქოელ თანამემამულეებს მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გამართული ქართული საღამოს შემოსავლიდან თანხის შეწირვისთვის.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 1 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამეურნეო მცენარეთა დაზღვევა“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილს ხელნაწერების „საქართველოს ცხოვრებისა“ და „ისტორია დარღვევისათვის უკანასკნელ წმინდა ქალაქისა იერუსალიმისა რომაელთა კეისრისა ტიტესაგან“ შემოწმება დაავალეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხაზინადრის მიერ საბანკო ქაღალდის შესყიდვის საკითხი დაამტკიცეს.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს პეტრე უმიკაშვილის თხოვნა თავისი ნათარგმნი ორი ნაწარმოების „ცისა და ქვეყნის ამბავი“ და „აუცერით ბავშვებს“ დაბეჭდვის შესახებ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კავკავის ქართული სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თხოვნა შენობის ასაგებად სიმონ საყვარელიძის ნაანდერძევი თანხის დროულად გამოტანისა და ლატარეის გამართვის აუცილებლობის შესახებ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 10 მარტს თბილისის გუბერნატორმა პოლიციის დეპარტამენტს გაუგზავნა უწყისი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ მოქალაქეთა შესახებ. მასში 76 პირს შორის დასახელებული იყო ილია ჭავჭავაძე, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბედა ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილის მოთხრობის „რწყილმა აქლემი შვა“ ნაწყვეტი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „რწყილმა აქლემი შვა“ დასკვნითი ნაწილი დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ჟიულ ფერრი“ დასაწყისი. წერილი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა დასასრული წერილისა „ჟიულ ფერრი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენების ორგანიზებაში საზოგადოების სახელით მონაწილეობა ალექსანდრე ჭყონიასა და გიორგი იოსელიანს ანდეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ჭყონიას გამოუყვეს წიგნის „ისტორიული ნარკვევი ანუ ქრესტომატია საქართველოს ისტორიისათვის“ საავტორო თანხა.