ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს კოტე სიმონის ძე მესხი ქუთაისის დრამატულ დასს ხელმძღვანელობდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „ცნობები ქართული დამწერლობის შესახებ“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს „კავკასიის კალენდარში“ რუსულ ენაზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

1890 წელს ჟურნალ „ჯეჯილში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსი „ბაზალეთის ტბა“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს საქართველოს კალენდარში ი-ნი ამერის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ (მე-8 გამოცემა) გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ჩიტი“, „ლოცვა“, და „ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილზედ“; ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“, „განდეგილი“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „სიტყვა, თქმული სამეურნეო სკოლის გახსნის ჟამს სოფელ წინამძღვრიანთკარში“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 1-2 იანვარს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებთან ერთად ალექსანდრე და გრიგოლ ყიფშიძეებთან იყო სტუმრად სოფელ საღოლაშენში.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს გიორგი იორამის ძე თარხნიშვილი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სახალხო დღესასწაულ ისპანახობას, რომელმაც მთავრობის მიერ აკრძალული ყეენობა ჩაანაცვლა.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1903 წლებში ამბროსი ბესარიონის ძე კანდელაკი სოფ. ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1917 წლებში იოანე ლავრენტის ძე ცქიტიშვილი სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა თბილისში ბიბლიოთეკა გახსნა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა თბილისში ბიბლიოთეკა გახსნა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა თბილისში ბიბლიოთეკა გახსნა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს მარიამ ორბელიანმა საკუთარი ხარჯითა და პეტრე უმიკაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის დახმარებით გამოსცა მამის, პოეტ ვახტანგ ორბელიანის ლექსები ილია ჭავჭავაძის წინასიტყვაობით.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1901 წლებში მარიამ ორბელიანი იყო თბილისის მასწავლებელთა და აღმზრდელთა საზოგადოების თავმჯდომარე.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ნოე რამიშვილმა სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ნოე რამიშვილმა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1911 წლებში ამბერკი ვასილის ძე მამფორია ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს ჟურნალის „Кавказское хозяйство“ N45-ში დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის „Кавказский фазан“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის მოთხრობა „კაკო დიაკვანი“.