ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს მოსე ჯანაშვილმა გამოსცა პირველი ქართული სახელმძღვანელო „საქართველოს ისტორია“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს დუტუ მეგრელი უმუშევარი იყო და სამსახურს ეძებდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის იანვარში დუტუ მეგრელმა ასი მანეთი ისესხა სალიტერატურო ფონდისგან.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს დუტუ მეგრელი ქუთაისიდან თბილისში ჩავიდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს დუტუ მეგრელი დედასთან ერთად ოლთისის მაზრაში (ყარსის ოლქი) გაემგზავრა.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1900 წლებში დუტუ მეგრელი ოლთისში მუშაობდა გადასახადთა ინსპექტორად.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს პეტრე გელეიშვილი ოლთისში გაჰყვა დუტუ მეგრელს საკანცელარიო საქმიანობაში დამხმარედ და ბიძაშვილის მასწავლებლად.

1894

ტიპი: ავტორობა

დუტუ მეგრელმა მოთხრობებისა და პიესების უმეტესი ნაწილი 1894 წელს გადასახადთა ინსპექტორად დანიშვნამდე და ამ პოზიციაზე მსახურობის პირველ წლებში შექმნა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს გადასახადების ინსპექტორად დანიშვნის შემდეგ დუტუ მეგრელმა მხოლოდ ორიოდე დრამატული პოემა და მცირე რაოდენობით ლექსები შეთხზა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გადასახადების ინსპექტორად დანიშნული 26 წლის დუტუ მეგრელი მთელ დროს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას უთმობდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს იაკობ ფანცხავა საფილოქსერო პარტიაში მიიღეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის სექტემბერში საფილოქსერო პარტიის უფროსი ივანე ანდრონიკაშვილი და ამავე პარტიის წევრი იაკობ ფანცხავა ჩრდილოეთ კავკასიაში გაემგაზავრნენ იქ მდებარე ერთ-ერთი გერმანული სოფლის ვენახებში ფილოქსერას აღმოსაჩენად.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლისთვის ლეტურნოს არც ერთი თხზულება არ იყო რუსულად თარგმნილი, ამიტომ იაკობ ფანცხავას ავტორის „სოციოლოგიის“ წაკითხვა ფრანგულ ენაზე უხდებოდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს იაკობ ფანცხავამ დაასრულა ვოლტერის თარგმნა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს ვასილ კოპტონაშვილმა დაწერა „მგზავრის დღიურიდან“ (ქართველი მგზავრი არდაჰანის სანჯახში), „შენიშვნები ახალციხის მაზრის ხალხის შესახებ“ (ეთნოგრაფიული შინაარსის), „ლეგენდა სოფელ რუსთავის – შოთა რუსთაველის შესახებ“.

1894

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1894 წელს პეტრე გელეიშვილი კარგად იცნობდა ქუთაისის გადასახადთა ინსპექტორს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ოდესიდან დაბრუნებულ დუტუ მეგრელს პეტრე გელეიშვილმა ურჩია, ამიერკავკასიაში გადასახადთა ინსპექტორად დანიშვნაზე შეეტანა განცხადება.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ყოველთვიური 40 მანეთი „კვალის“ რედაქციაში მუშაობის სანაცვლოდ, არასაკმარისი იყო დუტუ მეგრელისა და დედამისის სარჩენად.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს დუტუ მეგრელმა ავადმყოფობის გამო უარი უთხრა გიორგი წერეთელს გაზეთ „კვალში“ მუშაობაზე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გაზეთ „კვალის“ სარედაქციო სამსახურში მუშაობისთვის გიორგი წერეთელმა დუტუ მეგრელს 40 მანეთი შესთავაზა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს „მოამბეში“ დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის პირველი მოთხრობა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს „მოამბეში“ დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის მოთხრობა „მსხვერპლი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს „მოამბეში“ დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის მოთხრობა „სოლომონ მორბელაძე“.