ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48618

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე ნომერში გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მოთხრობა „საუბარი ორთა შუა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე წიგნში ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის მიერ ნათარგმნი მიხეილ ლერმონტოვის პოემა „დემონი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილი რედაქტორისადმი, ჟურნალ „მნათობში“ ანტონ ფურცელაძის დაბეჭდილი სტატიის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 14 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ანჩისხატისუბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „წიგნების ბეჭდვა ქუთაისში“.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 14 აპრილის გაზეთ „დროების“ ცნობით ანტონ ფურცელაძე გიორგი წერეთლის წერილების გამოქვეყნებას აპირებდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 14 აპრილის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ერისთავი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების გამოცემას აპირებდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 28 აპრილს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „გიშრის ვაჭრობა იმერეთში”.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 28 აპრილს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია “გორითგან” გორის მაზრის კერძო სკოლების შესახებ.

1872

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაიბადა 1872 წლის 4 მაისს სოფ. მათხოჯში.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 5 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი სერგეი მესხის წერილისა „სამი კვირა იმერეთში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 5 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „შვეიცარია, ციურიხი“ ევროპული საგანმანათლებლო გამოცდილების შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 5 მაისს გაზეთ „დროებაში“ ანტონ ფურცელაძის მიერ რედაქტორ სერგეი მესხისადმი მიწერილი ღია წერილი გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 12 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასასრული სერგეი მესხის წერილისა „სამი კვირა იმერეთში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 19 მაისს გაზეთ „დროებაში“ ქვემო ქართლში მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნდა ქრისტეფორე მამაცაშვილის კორესპონდენცია „გერგერიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 27 მაისს გაზეთ „დროებაში“ მ. ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის წერილი „წიგნი რედაქტორთან“ და რედაქტორ სერგეი მესხის პასუხი იმავე წერილზე.

1872

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის პედაგოგი ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე 1872 წლის 30 მაისს დაიბადა. მისი წლიური ჯამაგირი 360 მანეთს შეადგენდა, ბინის ქირა – 180 მანეთს. 1918 წლის 2 მარტის კანონით ის 2900 მანეთ დამატებას იღებდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 2 ივნისს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „შორაპნის მაზრა, მაისის 16“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის წერილი „ნეკრო-ლო-ღი“ ციურიხში გარდაცვლილი 22 წლის სტუდენტის, ვლადიმერ ნიკოლაძის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „ძლიერი და სუსტი ერი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ჩვენი განათლება“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 16 ივნისს გაზეთ „დროებაში“ კულაშელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით მიქელაძის წერილი „მიცვალებულის დასაფლავება იმერეთში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 16 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „სახალხო ლექსების შეკრება“ ხალხური ზეპირსიტყვიერი პოეზიის გამოცემის აუცილებლობის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 16 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის „საზაფხულო ფელტონი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „პატიოსნობა და უპატიოსნობა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „ხალხში როგორ უნდა მოვფინოთ ქართული წიგნები?“