ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით აწყურელი იუწყებოდა, რომ ყოველ წელს 15 აგვისტოს სოფელ აწყურში თეთრი გიორგის სალოცავის დღეობას დღესასწაულობდნენ თელავის, სიღნაღის, თიანეთის, ტფილისის, ზაქათალის მაზრებიდან მოსული მრავალრიცხოვანი მომლოცველნი, არა მარტო ქართველები, არამედ სომხები, თათრები და ქისტებიც.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის გაზეთ „ივერიაში“ დ. აწ.-ის ფსევდონიმით დაიბეჭდა დავით მერაბის ძე გამყრელიძის (აწყურელის) წერილი ქოლერის ეპიდემიასთან დაკავშირებით თელავის მაზრის სოფელ აწყურში არსებული ვითარების შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში შვილის მიბარების მსურველებს წერილობითი თხოვნით უნდა მიემართათ სკოლის მზრუნველ ილია წინამძღვრიშვილისთვის.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე საქართველოში ქოლერის ეპიდემიის შესახებ წერდა, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა სოფლად ქოლერით დაზარალებულთა სასარგებლოდ გაზეთის რედაქციაში ყოველდღე მიღებული შემოწირულობების შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში მოსწავლეთა უფასო განათლებითა და სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფის შესახებ წერდა. მშობლებს მოსწავლეების მხოლოდ ბინითა და სამოსით უზრუნველყოფა ევალებოდათ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე შორიდან ჩამოსული 30 მოსწალის წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში უფასო საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წერდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში უფლება ჰქონდათ ესწავლათ ყველა წოდების, ეროვნებისა და სარწმუნოების ბავშვებს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში ისწავლებოდა საღვთო წერილი, ქართული და რუსული ენები, არითმეტიკა და პრაქტიკული გეომეტრია, სამშობლო, რუსეთისა და ევროპის სახელმწიფოების მოკლე გეოგრაფია, ბუნების მეცნიერება, მიწის დამუშავება, მებაღეობა, მებოსტნეობა, ვაზის მოვლა-მოშენება, ღვინის დაყენება, საქონლისა და აბრეშუმის ჭიის მოვლა-მოშენება, მეფუტკრეობა და სასოფლო მეურნეობის ანგარიში, ხატვა, საეკლესიო და საერო გალობა, დურგლობა, მჭედლობა და წიგნების კაზმვა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილი თბილისის მომრიგებელი მოსამართლე და წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის მზრუნველი იყო.

1892

ტიპი: ავტორობა

დავით აწყურელი 1892 წლის 29 აგვისტოს „ივერიაში" გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავდა, რომ საჭირო იყო აწყურის მოსახლეობის ინფორმირება არსებული საფრთხის შესახებ, ვინაიდან მცხოვრებნი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თეთრი გიორგის ხატი იცავდათ და ქოლერის ეპიდემია ვერაფერს დააკლებდათ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ თბილისისა და დუშეთის მაზრებში ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ვრცელი ანგარიში წარუდგენა თბილისის გუბერნატორ გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის სექტემბერში ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი გარდაიცვალა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 13 სექტემბერს სოფელ ოქროყანაში ილია ჭავჭავაძე ივანე პოლტორაცკის დაკრძალვას დაესწრო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ოზურგეთსა და სენაკში გახსნილი მაღაზიებისთვის წიგნების ნისიად მიცემა გადაწყვიტეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იმსჯელეს კავკავის სკოლის ანგარიშისა და დიღმის სკოლისთვის გაკვეთილების განრიგის შედგენის შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა თონეთის სკოლისთვის წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის გაგზავნის საკითხი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქმეთმწარმოებელს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის წიგნების კატალოგის შედგენა დაავალეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამოყვეს თანხა ხელნაწერის „ცხენების აქიმობა“ დასაბეჭდად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 25 სექტემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი დაქვეითება სწავლა-განათლების საქმეში“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის ოქტომბერში წალკიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოსულმა დეპუტაციამ ილია ჭავჭავაძეს მადლობა გადაუხადა ქოლერის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისათვის.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის ოქტომბრის ბოლოს თელავში გაიმართა თავადაზნაურობის კრება ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის დასაარსებლად, რომელზეც ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი წინადადებით გამოვიდა, ამხანაგობის წესდების შესადგენად ილია ჭავჭავაძისთვის მიემართათ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების თხოვნა წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის მიწოდების შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „კუნწულა ანუ მოთხრობანი მოზრდილ ყრმათათვის“ მაღაზიისთვის შეეძინათ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლაში თანამშრომლის ქოლერით დაავადების შემთხვევის გამო სწავლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს და მდგომარეობის დაწვრილებით შესწავლა გრიგოლ ვოლსკის დაავალეს.