ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 მაისს ეკატერინე გაბაშვილისა თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის კრებას დაესწრო.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძეს ელისაბედ ხათაძემ შეატყობინა, რომ მისი შვილი საცხენეთის სასწავლებელში მოეწყო და გზის ხარჯის დასაფარად ფინანსური დახმარება სთხოვა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომას, რომელზეც განიხილეს გრიგოლ იერემიას ძე არწრუნის სახლის და ქარვასლის ბანკის ან თავადაზნაურობის მფლობელობაში გადასვლის საკითხი.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილ. პონტელის ფსევდონიმით დაიბეჭდა ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანის წერილი „ვისი ბრალია?“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე ივანე მაჩაბელმა და ოპოზიციამ გრიგოლ არწრუნის სახლის და ქარვასლის გაყიდვა მოითხოვეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ეკატერინე გაბაშვილი. მან კრიტიკულად შეაფასა ილია ჭავჭავაძისთვის სახელის გასატეხად ბანკში ჩამოყალიბებული ოპოზიციის საქმიანობა და თანადგომა გამოხატა ილიას მიმართ.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე სკოლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ერთხმად აირჩიეს მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანისა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშალმა, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილმა სკოლის კომიტეტის თავმჯდომარეობაზe უარი განაცხადა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანმა წამოაყენა წინადადება, აკაკი წერეთელი სკოლის საპატიო კომიტეტის წევრად აერჩიათ. კრებამ ერთხმად მიიღო ეს წინადადება.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე აკაკი წერეთელს სკოლის კომიტეტის წევრობა შესთავაზეს. აკაკიმ მადლობა გამოუცხადა სხდომის წევრებს პატივისცემისათვის, მაგრამ ავადმყოფობის გამო უარი თქვა.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე სკოლის კომიტეტის 5 წევრი აირჩიეს: რაფიელ ყაზბეგი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ილია წინამძღვრიშვილი, მიხეილ ყიფიანი და ივანე მაჩაბელი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 20 მაისს ილია ჭავჭავაძე სიტყვით გამოვიდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების კრებაზე და დამსწრეთ განუმარტა, რომ ამ სასწავლებლისთვის აუცილებელი იყო დამოუკიდებლობა, რაც მას ბანკის დახურვის შემთხვევაშიც შეაძლებინებდა არსებობას.

1894

ტიპი: გარდაცვალება

1894 წლის 21 მაისს ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა დისწული მარიამ ნიკოლოზის ასული აფხაზი–მაყაშვილისა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთათური დამსწრის ფსევდონიმით დაიბეჭდა ვასილ როსტომის ძე ყიფიანის სტატია, რომელშიც საუბარი იყო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებებზე ოპოზიციის მიერ ქართლელთა და კახელთა დაპირისპირების პროვოცირებაზე ხმათა უმრავლესობის მოსაპოვებლად.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „ნადსონიდან“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის“ ნაწყვეტი დაიბეჭდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა სილიბისტრო ჯიბლაძის წერილი ეგნატე ნინოშვილის შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა თეოფილე ხუსკივაძის „ყაჩაღის“ VI და VII თავები.

1894

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1894 წლის 22 მაისს ილია ჭავჭავაძე დისწულის გარდაცვალების გამო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებას ვერ დაესწრო.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ მეველის ფსევდონიმით დაიბეჭდა დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძის წერილი თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების 20 მაისის კრების შესახებ.

1894

ტიპი: გარდაცვალება

1894 წლის 24 მაისს, დილის 9 საათზე, ილია ჭავჭავაძის დისწული მარიამ აფხაზ-მაყაშვილისა კუკიიდან ქაშვეთის ეკლესიაში მიასვენეს და წირვის შემდეგ ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე სათავადაზნაურო სკოლისთვის სოფელ სკრის მამულის შეძენის წინადადებით გამოვიდა. კრების მონაწილეებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის 25 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი გამგეობის მეოთხე წევრად აირჩიეს.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის 25 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ ისევ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 27-30 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებას და მხარი დაუჭირა სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების – კოტე ელიოზიშვილისა და ნიკოლოზ ჯანდიერისათვის სამედიცინო განათლების მისაღებად სტიპენდიების დანიშვნას.