ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 27 მაისს ვერაზე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის მმართველობის თავმჯდომარედ არჩევის აღსანიშნავად სადილი გამართა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 3 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ავეტ ავშანოვის წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკში სახლის დაგირავების განზრახვის შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ეკატერინე ნიკოლაძის წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკში სახლის დაგირავების შესახებ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ოდესიდან დაბრუნების შემდეგ დუტუ მეგრელმა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიას მიმართა თხოვნით, აეყვანათ იგი იმ დროისთვის გათავისუფლებულ ზედამხედველის თანამდებობაზე.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სენტენცია: „ანთებული სანთელი ჩაიწვის და ჩაქრება, ხოლო ერთხელ ანთებული ცოდნა კი თავის დღეში არა: მამიდგან შვილზედ გადადის, შვილიდგან შვილიშვილზედ უფრო განდიდებული, უფრო გაძლიერებული“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 ივნისს გიორგი ქართველიშვილმა ილია ჭავჭავაძეს ძმისწულის, მიხეილ ქართველიშვილის თბილისის საადგილმამულო ბანკში ბუღალტრის თანაშემწედ დანიშვნა სთხოვა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 28 ივნისამდე გამოვიდა ვახტანგ ორბელიანის ლექსების კრებული, რომელსაც წამძღვარებული ჰქონდა ილია ჭავჭავაძის წინასიტყვაობა „მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანისა“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბიკით გამოქვეყნდა ქრისტიანულ სწავლებაზე დამყარებული და ილია ჭავჭავაძის მიერ ჩამოყალიბებული სენტენცია „ყოველთვის უნდა გახსოვდეთ დღე აღსასრულისა, რათა უფრო გონივრად იცხოვროთ“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 10 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სენტენცია „მდიდარს უფრო ადვილად აძლევენ საჩუქრად, ვიდრე ღარიბს სესხად“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიისადმი“ წარდგენილ კავკავის სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ ქართული სასწავლებლის დაარსებამდე კავკაველი ბავშვები სიღარიბისა და რუსული ენის უცოდინრობის გამო იშვიათად შედიოდნენ საშუალო და პირველდაწყებით სასწავლებლებში სასწავლად.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის სასწავლებელი თავს კერძო შემოწირულობებითა და საქველმოქმედო საშუალებებით ინახავდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის 1893-1894 წლების ანგარიში კავკავის სკოლის შესახებ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის სასწავლებელში სწავლა გრძელდებოდა 4 წელიწადს, სასწავლებელი შედგებოდა 4 განყოფილებისგან და ჰყავდა 2 მასწავლებელი.

1894

ტიპი: განათლება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის სასწავლებელში ექვსი წლის განმავლობაში სულ 111-მა მოსწავლემ ისწავლა, ხოლო კურსი – 17-მა დაასრულა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის პირველდაწყებითი ქართული სასწავლებელი საგნების სწავლების დროს ხელმძღვანელობდა კავკავის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის რჩევის მიხედვით გამოცემული და 1881 წლის 13 იანვარს კავკასიაში ხელმწიფის მიერ დამტკიცებული სამოსწავლო გეგმის მიხედვით.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ კავკავის ქართულ სკოლაში ღარიბმა ბავშვებმა სიარული შორეული სოფლებიდანაც დაიწყეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისს „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ სასწავლო წელს თერგის ოლქის საერო სკოლის დირექტორმა სკოლა 4-ჯერ დაათვალიერა და მოსწავლეების ცოდნით კმაყოფილი დარჩა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლას ამ სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ 600 მანეთი გაუგზავნა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლაში ორი მასწავლებლის მუშაობის დროს სწავლის პროცესი სადილობამდე და ნასადილევსაც მიმდინარეობდა. ნასადილევის გაკვეთილებზე ხდებოდა მეორე დღისთვის გაკვეთილების მომზადება და იმ ინფორმაციის გამეორება-შეჯამება, რომელსაც დღის პირველ ნახევარში იღებდნენ მოსწავლეები.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ბიბლიოთეკას 471 ქართულ-რუსული წიგნი ჰქონდა, დაემატა – 212 და წლის ბოლოს 683 წიგნს ფლობდა, რომელთა ღირებულება 300 მანეთზე მეტი იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლის ბიბლიოთეკაში სრულ ფასად მიდიოდა შემდეგი გაზეთები: „Русская школа“, Циркулярь по управл. Кавк. Учебн. Округомь“ და „ჯეჯილი“.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის 13 ივლისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ექიმი გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი ბათუმის სკოლის მზრუნველად აირჩიეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ბათუმის სკოლის კომიტეტის თხოვნა შენობის დასამთავრებლად საჭირო თანხის სასწავლებლის წლიური ფინანსებიდან გამოყოფის თაობაზე. 

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 17 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის სტატიის „მკითხველის შენიშვნები“ დასასრული.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 24 აგვისტო“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამთა კავშირი“.