ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51180

1893

ტიპი: ავტორობა

1893-1894 წლებში, იაკობ ფანცხავას ბათუმში ყოფნის პერიოდში სასწავლებლის მასწავლებლები თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ გაკვეთილების შემდეგ გასართობად. ასეთ შეკრებებზე მიხა შარაშიძე ხშირად უკრავდა გიტარაზე და მღეროდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს მიხა ცხაკაიას ხელმძღვანელობით დაარსდა მოსწავლეთა რევოლუციური წრე, რომელმაც 1893 წლის დეკემბერში მოაწყო სემინარელთა დიდი გაფიცვა, რაც მიმართული იყო სასწავლებელში გამეფებული იეზუიტური რეჟიმის წინააღმდეგ.

1893

ტიპი: განათლება

1893 წელს პარმენ ჭიჭინაძემ ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა და იმავე წელს სწავლა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 7 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთში „ივერია“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის რედაქციისადმი მიწერილი წერილი „დროა“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი დუტუ მეგრელის წერილი სალიტერატურო ფონდის დაარსებას ეხებოდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთში „ივერია“ დუტუ მეგრელის წერილს სალიტერატურო ფონდის დაარსების აუცილებლობის შესახებ გამოეხმაურა ეკატერინე გაბაშვილი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 16 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „გაზეთი „Новое Обозрение“ და კახეთის რკინისგზა“, ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“ გაგრძელება. ეს ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“დასასრული. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საკომლო მამულების ახალი კანონპროექტის გამო“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 23 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური მდგომარეობა ევროპაში“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 27 იანვარს ჟურნალ „მწყემსში“ დავით ღამბაშიძემ რ. დ. ღაძის ფსევდონიმით გამოაქვეყნა დასაწყისი სტატიისა „ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზ. „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი“. წერილში გაკრიტიკებული იყო ილიას ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение“-სა და კახეთის რკინისგზის გამო“. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 30 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ გაგრძელება ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение-სა და კახეთის რკინისგზის გამო“. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე შეეწინააღმდეგა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის იდეას საკომისიო წიგნებით ვაჭრობის მოსპობის შესახებ, მისი აზრით, საზოგადოებას მაღაზიებში უნდა ჰქონოდა ეს წიგნები, რათა ხელი შეეწყო მათი გავრცელებისთვის. მას დაეთანხმა გამგეობის წევრი გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრებად ერთხმად აირჩიეს: პავლე იოსების ძე ყიფიანი, დავით ნიკოლოზის ძე დათეშიძე და ვასილ ილიას ძე რცხილაძე.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ანგარიშების შესამოწმებლად სარევიზიო კომისიის შექმნა გადაწყდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ აღნიშნა, რომ თანხა, რომელსაც საზოგადოება ბარათაშვილის ფონდში აგროვებდა, განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის გვამის თბილისში გადმოსასვენებლად უნდა გამოიყენებინათ, ხოლო ყაზბეგის ფონდში დაგროვილი თანხით ალექსანდრე ყაზბეგს საავადმყოფოში უნდა დახმარებოდნენ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ 1892 წლის მოხსენების მიხედვით ბაქრაძის ფონდში შესული თანხით უნდა აშენდეს მუზეუმი. ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ კი მოახსენა, რომ ადგილი უკვე შერჩეული აქვთ და უმოკლეს დროში დაიწყებენ მუზეუმის აშენებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე იოსების ძე უმიკაშვილმა სარევიზიო კომისიის დაარსების აუცილებლობაზე ისაუბრა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას, რომელსაც თავმჯდომარეობდა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, 30 წევრი დაესწრო.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე იოსების ძე უმიკაშვილმა გამგეობის წევრებს შეახსენა, რომ წესდების თანახმად, გამგეობამ ყველა მოქმედების ინსტრუქცია უნდა შეადგინოს და კრებას დასამტკიცებლად წარუდგინოს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.