ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ დაამთავრა ახალი სამსართულიანი სახლის მშენებლობა საგურამოში.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა თბილისში მეორე ბიბლიოთეკა გახსნა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ვარინკა წერეთელმა აკაკი წერეთლის ლექსის მიხედვით სიმღერა „სულიკო“ დაწერა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობანი გამოსცა სამ წიგნად.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1917 წლებში თეოფანე იოვანეს ძე ნადირაძე სოფ. დიხაშხოს წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1917 წლებში იაკინთე თედორეს ძე კანდელაკი სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1904 წლებში სერაპიონ მიხეილის ძე დადუნაშვილი სალხინოს წმ. სულთმოფენის ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1898 წლებში სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი ქვედა მესხეთის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს სერაპიონ მიხეილის ძე დადუნაშვილი ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს სვანეთის ეკლესიაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის კლიმენტი ჩიქვანი იღუმენად აკურთხეს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ლუკა სიმონის ძე თათეიშვილმა ცალკე წიგნად გამოსცა პოემა „სიყვარული“, „ცხოვრება და წამება წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინესი“, „ადამიანის გულის ნდომა და წრფელი სინდისის დაკითხვა“ და „კავშირი“.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის დასაწყისიდან თედო სახოკია თბილისში დაბრუნდა საცხოვრებლად.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს თედო სახოკია უმუშევარი დარჩა და აღარ ეძებდა ახალ სამსახურს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს სამსახურის გარეშე დარჩენილმა თედო სახოკიამ გადაწყვიტა, თავი ლიტერატურული საქმიანობით ერჩინა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლიდან ივანე მაჭავარიანმა დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ჟურნალში „Кавк. С. Л.“- ის №60-ში დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია „Рис как осушитель болот в Закавкаском округе в сельскохозяйственном отношении“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის „Кавказский календарь“-ში გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის 1895 წლამდე დაბეჭდილი ნაშრომების სია.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1914 წლებში მოსე ჯანაშვილი განათლების ოლქის საგამოცდო კომიტეტის წევრი და გამომცდელი იყო.

1895

ტიპი: ღონისძიება

ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1895 წელს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის მოთხრობა „პირველი ტალღები“.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავამ შეწყიტა საფილოქსერო პარტიაში მუშაობა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ფოთში იაკობ ფანცხავას თავს დაესხა ჟანდარმერია.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ფოთის ჟანდარმერიამ ჩამოართვა იაკობ ფანცხავას ლეტურნოს „სოციოლოგია“.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავას ფოთში ჩამორთმეული ლეტურნოს „სოციოლოგია“ მხოლოდ რვა თვის მერე დაუბრუნეს პეტერბურგიდან.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ფოთში ჟანდარმერიის ჩატარებული ჩხრეკის დროს იაკობ ფანცხავას ოფიცერმა უბრძანა ქუთაისში გაყოლა, რათა ჟანდარმერიის უფროსს პირადად დაეკითხა იგი.