რეგისტრირებული ფაქტები50062
სორტირება თარიღი მზარდობით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის სექტემბერში გერასიმე ცაგარეიშვილმა ბათუმში გახსნა სასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ამზადებდა სხვადასხვა სასწავლებელში ჩასაბარებლად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი ქართველიშვილსა და დიმიტრი ბაქრაძის ქვრივს წიგნების საფასური აუნაზღაურეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქართველოს ეგზარქოსს კიდევ ერთხელ სთხოვეს, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ბოლო რედაქცია სამრევლო სკოლებისთვის სახელმძღვანელოდ დაემტკიცებინა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს კავკავის, თონეთისა და ხეთის სკოლების მასწავლებელთა თხოვნა სასკოლო წიგნებისა და ინვენტარის მიწოდების თაობაზე.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მასწავლებელ გრიგოლ ბურჭულაძეს ახალციხეში წიგნების გავრცელება დაავალეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება ივანე კრილოვის არაკებისა და ქართული ანბანის მოძრავი ასოების ხელმეორედ გამოცემის შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სახალხო სამკითხველოს გამგის, ანასტასია წერეთლის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის უფრო დიდი დარბაზის დაქირავების საჭიროების შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დასთანხმდნენ, რუსეთის საიმპერატორო თავისუფალ საეკონომიო საზოგადოებასთან არსებული კომიტეტისთვის მიეწოდებინთ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშები.
1893
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე დაიბადა 1893 წლის 15 სექტემბერს. ის იყო მართლმადიდებელი და თვიური ჯამაგირი ჰქონდა 3500 მანეთი.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წყალტუბოს სამკითხველოსთვის წიგნები შეარჩიეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფასდაკლებით შეიძინეს კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძისთვის გასაგზავნი სახელმძღვანელოები.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თბილისის საკვირაო სკოლის მასწავლებლისთვის სახელმძღვანელოების გაგზავნა გადაწყვიტეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, წინარეხის სკოლისთვის წიგნები და სასკოლო ინვენტარი გაეგზავნათ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამოაცხადეს მიღება თონეთის სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ანტონ ნატროშვილის თხოვნა თავისი წიგნის „კრებული არითმეტიკის ამოცანებისა და სავარჯიშო მოქმედებათა წარმოების მასალებისა“ გამოცემის შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის სკოლის მასწავლებლისა და სახალხო სკოლების დირექტორის მიმოწერის შესახებ იმსჯელეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 29 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორიის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის მასწავლებლის თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთები და მასწავლებლის მოვალეობის შესრულება დროებით ტერენტი ნიკოლოზის ძე წერეთელს დაავალეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 29 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის დათხოვნისა და სწავლების მეგრულ ენაზე შემოღების მოთხოვნის პასუხად ქუთაისის სახალხო სკოლათა დირექტორს იაკობ გოგებაშვილის მიერ მომზადებული ვრცელი ანგარიში გაუგზავნეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძეს ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის ოჯახში უმასპინძლეს.
1893
ტიპი: ავტორობა
1893 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვრცელი მოხსენებითი ბარათი წარუდგინა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ კირილე პეტრეს ძე იანოვსკის და სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგის თანამდებობაზე სამსონ გიორგის ძე ყიფიანის დატოვება სთხოვა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 8 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავს ახალგორში ესტუმრა. მასთან ერთად იყვნენ „ივერიის“ თანამშრომლები: ალექსანდრე და გრიგოლ ყიფშიძეები, დავით მიქელაძე, ლევან ჯანდიერი და სხვ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ილიას ტექსტებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს.