რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცამეხუთე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში პირველიდან 14 სექტემბრამდე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცამეხუთე სხდომა. სხდომაზე გამგეობას ევტიხი მამინაიშვილმა სვანეთში სკოლის გახსნა შესთავაზა. გამგეობამ დაადგინა, სვანეთის სოფელ ჩოლურში გაეხსნათ სასწავლებელი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცამეხუთე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, კიტა აბაშიძე და დავით კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ სკოლების დათვალიერების საქმე არ იყო ორგანიზებული. მისი აზრით, არ შეიძლებოდა 16 სკოლიდან მხოლოდ 4 დათვალიერებულიყო. გამგეობას გარეშე პირისათვის უნდა დაევალებინა სკოლების შემოწმება.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარედგინა ელისაბედ მესხიშვილის, გრიგოლ ტატიშვილის, ივანე ჯაჯანაშვილის, ლუბა ნაცვლიშვილის, ბარბარე ცინცაძის, სოფიო ედილაშვილის, ქვრივი ვერა გლაშჩინსკისა და იოსებ ცხვედაძის თხოვნები ფოტოსახელოსნოს ახლად გათავისუფლებული ხაზინადრის ადგილის დაკავების შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვლადიმერ ლორთქიფანიძის წინადადებით გადაწყდა, გამოეწერათ 60 მან. ღირებულების გერმანული ჟურნალები და ასევე მათი ძველი ნომრებიც. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და იაკობ გოგებაშვილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ სკოლები უყურადღებოდ იყო დატოვებული. ასევე არ იმართებოდა სახალხო კითხვები და ლექციები ხალხისთვის, წიგნის მაღაზიის საქმე არ მიდიოდა კარგად და არც სახალხო წიგნების გამოცემის საკითხი იყო ორგანიზებული.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აღიძრა საკითხი, რომ მუზეუმი და ძველი წიგნების ბიბლიოთეკა გადასცემოდა სპეციალურ ორგანოს – საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. კრებამ აირჩია კომისია, რომელსაც გამგეობასთან ერთად უნდა მოეფიქრებინა, როგორ მოაგვარებდნენ საზოგადოების ბიბლიოთეკისა და მუზეუმის საქმეს. კომისიის წევრებად ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე აირჩიეს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საჭირო იყო საზოგადოების განყოფილება გახსნილიყო იქ, სადაც მათი სკოლები არ არსებობდა. მაგალითად, შესაძლებელი იყო გერგეთში საზოგადოებას თავისი განყოფილება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაეხსნა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ანტონის ძე მიქელაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ სკოლებისთვის სწავლების სანიმუშო პროგრამა შეადგინა და ყველა სკოლის მასწავლებელი ვალდებული იყო ამ პროგრამით ეხელმძღვანელა. ხოლო, როცა ზოგიერთი სკოლის მასწავლებელმა საზოგადოების პროგრამით არ იხელმძღვანელა გამგეობამ შესაბამისი ზომები გაატარა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ანტონის ძე მიქელაძემ განაცხადა, რომ ორი წლის წინ გამგეობამ მთავრობასთან შუამდგომლობა აღძრა, რათა მასწავლებლებისთვის სისტემატიური კურსები ქართულ ენაზე ჩაეტარებინა, მაგრამ მთავრობამ უარი განაცხადა. საზოგადოების გამგეობამ კი ჩათვალა, რომ რუსულ ენაზე კურსების ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობა სკოლებს ხსნიდა იქ, სადაც ქართულ ენას ყველაზე მეტად უჭირდა, მაგალითად ზუგდიდის მაზრაში, თერგის ოლქში და სხვ. საზოგადოების გამგეობა მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ზრუნავდა სამუშაო გეგმის შესრულებაზე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ იანვრიდან გამგეობას მიწვეული ჰყავდა სკოლების დამთვალიერებელი პირი, რომლის ვალდებულებაც სასკოლო სექციისთვის სკოლების ავ-კარგის მოხსენება იყო. გამგეობას კარგად ესმოდა საზოგადოების მიზანი და 35 წლიანი არსებობის მანძილზე ყოველთვის ადგენდა საქმის წარმოების გეგმას იმდენად, რამდენადაც მას ამის მატერიალური შესაძლებლობა ჰქონდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობისაგან სასკოლო სექციას ვრცელი გეგმის შემუშავება ჰქონდა დავალებული თუ როგორ უნდა მოემზადებინა მასწავლებლები საზოგადოების სკოლებისთვის. ამასთანავე სასკოლო სექციის ხელმძღვანელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ სახალხო შეხვედრების მოწყობას, რომელსაც გამგეობასთან არსებული სახალხო კითხვებისა და ბიბლიოთეკების მომწყობი სექცია ხელმძღვანელობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, კიტა აბაშიძე, ეკატერინე გაბაშვილისა და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე გამგეობას აცნობეს, რომ ქუთაისის სათავადაზნაური სკოლის პედაგოგიური რჩევის გადაწყვეტილებით, სკოლაში სწავლა ფასიანი გახდა. გამგეობამ განაცხადა, რომ ეს საქმე უნდა გადაეწყვიტა სკოლის სამზრუნველო კომიტეტს, ხოლო კომისარს მსაგვსი საქმეები დასამტკიცებლად სამზრუნველო კომიტეტის საშუალებით გამგეობისთვის უნდა გამოეგზავნა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ოქტომბერში გაზეთ „ისრის" რედაქციამ მიიღო შემდეგ პირთა შემოწირულობა ილიას ფონდისთვის: ა. ნადირაძე – 5 მან., მ. ფხალაძე – 10 მან., მღვდელი დავით იაშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე – 10 მან.
1908
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის 15 ივნისის კრებამ ვერ მიიღო იაკობ ნიკოლაძისეული მოდელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ამიტომ დაადგინა, ეს საკითხი 30 აგვისტოს – ილიას გარდაცვალების წლისთავზე – გამართულ ახალ კრებაზე განეხილათ და ძეგლის საქმის გაძღოლა საზოგადოების გამგეობას მინდობოდა. დადგენილებას ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე იაკობ ღულაძე და მდივანი სამსონ ფირცხალავა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 15 სექტემბერს ბაქოდან, ბალახნის ნავთობსარეწიდან, თავადმა ლევან თუმანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეატყობინა, რომ 100 მანეთი გამოგზავნა ერევნის მოედანზე ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასადგმელად.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 ოქტომბერს დიმიტრი ერისთავი სამსონ ფირცხალავას ოზურგეთიდან ატყობინებდა, რომ 27 ოქტომბერს გადაწყვეტილი ჰქონდათ ილიას ფონდის დასახმარებლად პოეტის საღამოს გამართვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 1898 წლის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური რჩევის პროტოკოლები, რომელთა განხილვა გამგეობამ ივანე რატიშვილს დაავალა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მუზეუმ-ბიბლიოთეკას საკუთარი გამგე, ორი გამგის თანაშემწე და ორი მსახური უნდა ჰყოლოდა. მათი ხელფასისთვის საზოგადოებას ყოველწლიურად 3000 მანეთი დასჭირდებოდა. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკას წიგნების, ინვენტარისა და ქონების საკუთარი კატალოგი ექნებოდა და ნებისმიერ დროს შეძლებდა შეემოწმებინა საისტორიო საზოგადოებისათვის მიბარებული ქონება. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ თანხა, რომელსაც თავადაზნაურობა ყოველწლიურად საზოგადოებას მუზეუმ-ბიბლიოთეკისთვის აძლევდა საისტორიო საზოგადოებას გადასცემოდა მანამ, სანამ მუზეუმ-ბიბლიოთეკა ამ საზოგადოების ხელში იქნებოდა. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ საისტორიო და წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკა შეერთდეს. მუზეუმ-ბიბლიოთეკა დროებით წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებაში დარჩეს, ხოლო საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას მოსავლელად და შესასწავლად მიებაროს. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე სიმონის ძე ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამუზეუმო კომისიამ დაადგინა, თავის წევრებად მოეწვიათ დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი, ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი და ვასილ ზურაბის ძე ბერელაშვილი.