ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1896

ტიპი: თანამდებობა

ფილიპე ლევიცკი ქუთაისის საგუბერნიო საერო სასწავლებლების დირექტორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ფოთის დედათა სასწავლებელში საღვთო რჯულს დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი ასწავლიდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის საქართველოს კალენდრის მიხედვით, ვალერიან ლევანის ძე გუნიას თავისი გამოცემების მთავარი საწყობი ჰქონდა თბილისში, ფრეილინის ქუჩის N7-ში.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ვალერიან გუნიას პიესების პირველ კრებულში დაიბეჭდა: „და-ძმა“, „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან“, „რაც არ გერგება, არ შეგერგება“, „მონადირე“ და „არც იქით, არც აქეთ“.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო (საადგილმამულო) ბანკის გამგებელი და თავმჯდომარე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მარჯორი უორდროპმა სვიმონ წერეთელს წყალდიდობისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად 100 მანეთი გაუგზავნა.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს მიხეილ სვიმონის ძე ზედგინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლა გაიხსნა. სკოლა 800 მანეთად ღირებულ საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდა (ერთი დიდი საკლასო და 4 პატარა ოთახი). 1916 წელს პედაგოგი ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური ამ სკოლის შენობაშივე ცხოვრობდა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს შიო ჩიტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ივანე ივანეს ძე ნიჟარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს გიორგი ყაზახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს კონსტანტინე მალხაზის ძე ელიოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს გრიგოლ ზაქარიას ძე ქურდიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ლევან დიმიტრის ძე ფავლენიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების სკოლაში გამართულ არისტო ქუთათელაძის გაკვეთილს ილია ჭავჭავაძე და ვანო მაჩაბელი დაესწრნენ.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იოსებ მაყაშვილს დაეხმარა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მასწავლებელი დობროლოვსკი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში მსოფლიო და რუსეთის სამოქალაქო ისტორიის პედაგოგად დანიშნეს.

1896

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ლომოურმა გორის სასულიერო სასწავლებლის შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1896

ტიპი: განათლება

ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილებაში, თუმცა კურსი არ დაასრულა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკში მუშაობას თავი დაანება.