ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 28 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 28 იანვარი“, რომელშიც ავტორი განიხილავს გაზეთ „მოსკოვსკიე ვედომოსტის“ მობოდიშებას.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ჯიბრეილის ფსევდონიმით გამოაქვეყნა ვრცელი ფელეტონი „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“ (დასასრული).

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 30 იანვარს ილია ჭავჭავაძეს უცნობმა პირმა რუსულ ენაზე ლექსი მიუძღვნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 3 თებერვალს გაბრიელ ეპისკოპოსისთვის გადახდილი პანაშვიდისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მამა სოლომონს მადლობა გადაუხადეს.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 3 თებერვალს ქუთაისში გამართულ გაბრიელ ეპისკოპოსის პანაშვიდს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები და სამღვდელოება დაესწრო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 3 თებერვალს დავით კარიჭაშვილმა გაბრიელ ეპისკოპოსის პანაშვიდის გადახდისთვის სასულიერო პირებს მადლობა გადაუხადა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 3 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდი უნდა გადაეხადა საზოგადოების საპატიო წევრის, გაბრიელ ეპისკოპოსისითვის.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 6 თებერვალი“. წერილში ავტორი განიხილავს გაზეთ „კავკაზის“ უსაფუძლო კრიტიკას სამეურნეო-საკრედიტო საზოგადოების მიმართ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 8 თებერვალი“. ავტორი განიხილავს ბესარაბიაში ქართულ სამონასტრო მამულებში ბერძენი ბერების „ურიგო ბატონობას“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ივანე მაჩაბლის ახალ თარგმანზე „იულიუს კეისარი“ დადებითი რეცენზია „ბიბლიოგრაფია, „მოამბე“ N1“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 9 თებერვალი“. ავტორი განიხილავს თეატრალური სეზონის დამთავრებას და აღნიშნავს, რომ წელი წარმატებული იყო დრამატული საზოგადოებისთვის, წარმოდგენილი იყო 8 პიესა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 11 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 11 თებერვალი“. წერილი ეძღვნება გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალებას.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 17 თებერვალს გაზეთ „ივერიაში” ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე ფსევდონიმით inman ივანე მაჭავარიანის რეცენზია დაიბეჭდა

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 18 თებერვალს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ილია ხონელის „ღია წერილი ბ. ილია ჭავჭავაძისადმი“ გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ გამოქვეყნებულ მის პუბლიკაციასთან დაკავშირებით.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 24 თებერვლის ჟურნალ „Scotsman”-ში მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილ ილია ჭავჭავაძის „განდეგილზე“ წერილი დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 თებერვალს ივანე ჯავახიშვილმა და იოსებ ჩარექიშვილმა ნიკო ნიკოლაძის საშუალებით ილია ჭავჭავაძესა და გიორგი ზდანევიჩს შეუთვალეს, რომ შესაძლებელი იყო, სახელმწიფო საბჭოში განეხილათ შავი ზღვის სანაპიროების დასახლების საკითხი და აზრის გამოთქმა სთხოვეს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 24 თებერვალს ედინბურგში გამომავალ ჟურნალში „სქოთსმენი“ დაბეჭდილ რეცენზიაში ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე ნათქვამია, რომ პოემის ავტორს დიდი ნიჭი და მდიდარი პოეტური ფანტაზია აქვს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 26 თებერვლამდე ილია ჭავჭავაძემ მარჯორი უორდროპის წერილი და ინგლისურ ენაზე გამოცემული „განდეგილი“ მიიღო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 26 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ვრცელი საპასუხო წერილი გაუგზავნა მარჯორი უორდროპს და მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ მისი წყალობით ინგლისელები საქართველოს და მის მწერლობას გაეცნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის მარტში გაზეთ „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებს, დავით მიქელაძესა და გიორგი ლასხიშვილს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. ამის გამო ილია ჭავჭავაძესთან ოჯახში მივიდნენ გიორგი ლასხიშვილი, კიტა აბაშიძე და ილია ნაკაშიძე და ილიას შესთავაზეს, „ივერია“ მათთვის გადაეცა და რომელიმე მათგანი რედაქტორად დაემტკიცებინა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისის მაზრის უფროს ლევან ჯანდიერთან, ნიკო ღოღობერიძესთან, ივანე რატიშვილთან, ანდრია ღულაძესა და სხვებთან ერთად მატარებლით გაემგზავრა ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 9 მარტს ილია ჭავჭავაძე ქუთაისში ჩავიდა, შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილსა და ლევან ჯანდიერთან ერთად სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძეს ესტუმრა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 9-10 მარტს ილია ჭავჭავაძის ქუთაისში ყოფნის დროს ადგილობრივ პოლიცმაისტერს თბილისიდან ზედიზედ მისდიოდა დეპეშები, რომ თვალი ედევნებინა და ჩაეწერა ილიას მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა. ამ დროისთვის იგი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 10 მარტს გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ბლაღოჩინ ერმოლაოზ კანდელაკის მიერ წარმოთქმული სიტყვა იმავე წლის ოქტომბერში თავართქილაძის სტამბამ წიგნაკად გამოსცა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 10 მარტს ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ნეშტი გელათის ღვთისმშობლის ეკლესიას მიაბარეს.