ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ გელათში წარმოსთქვა სიტყვა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის დაკრძალვაზე.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 10 მარტს გელათიდან წამოსული ილია ჭავჭავაძე ნიკო ღოღობერიძემ მიიპატიჟა სასტუმროს სასადილო დარბაზში, სადაც შეხვდა გიორგი შერვაშიძესა და ლეჩხუმის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლ იასონ გელოვანს. მის საპატივსაცემოდ ახალი სუფრა გაშალეს და წვეულება განაგრძეს, ღამე ილია სიმონ ღოღობერიძის ოჯახში დარჩა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 11 მარტს ილია ჭავჭავაძეს ქუთაისში მიაკითხეს სიმონ ღოღობერიძემ და კირილე ლორთქიფანიძემ და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სანახავად ერთად წავიდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 19 მარტს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს 10 თუმანი სთხოვა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 19 მარტს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა „სიტყვა, თქმული ილია ჭვაჭვაძის მიერ გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 20 მარტს ილია ჭავჭავაძემ ივანე გვარამაძისგან წერილი მიიღო გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 22 მარტს გიორგი ქართველიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ აჩუქა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 31 მარტს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა კირილე შევარდნაძის წერილი „ესეც „უცნაურია?!“, რომელიც ეხმაურება ილია ჭავჭავაძის წერილს „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის მარტის ბოლოს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა „ანგარიში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების მოქმედებისა ენკენისთვიდგან 1894 წლ. 1 იანვრამდე 1896 წლ. მეჩვიდმეტე წელიწადი“.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის აპრილში იაკობ ფანცხავა ნიკოლაევში ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის აპრილში იაკობ ფანცხავა სახბანკის ქალაქ ნიკოლაევის განყოფილების გამგესთან გამოცხადდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში იაკობ ფანცხავა მსახურობდა ბუღალტრის თანამდებობაზე სახბანკის ნიკოლაევის განყოფილებაში.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 აპრილს გაგზავნლ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს „ცნობის ფურცლის“ მიღებას ატყობინებდა და „ივერიის“ გამოსვლის თარიღს ეკითხებოდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 აპრილს ოლღა გურამიშვილისადმი გაგზავნლ წერილში მარჯორი უორდროპი საქართველოში მომხდარი წყალდიდობის გამო წუხილს გამოთქვამდა და „განდეგილის“ გამოცემის დაგვიანების მიზეზებს ეკითხებოდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 აპრილს გაგზავნლ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს ატყობინებს , რომ ინგლისურად თარგმნა „წმინდა ნინოს ცხოვრება“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 აპრილს გაგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს „ცნობის ფურცლის“ მიღებას ატყობინებდა და „ივერიის“ გამოსვლის თარიღს ეკითხებოდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 4 აპრილის ჟურნალ „Academy”-ში მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილ ილია ჭავჭავაძის „განდეგილზე“ წერილი დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 4 აპრილს ლონდონში გამომავალ ჟურნალში „აკადემი“ დაიბეჭდა რეცენზია „განდეგილის“ მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე. ავტორი წერს, რომ მთარგმნელმა შეძლო ილია ჭავჭავაძის ნიჭის წარმოჩენა და მკითხველს საშუალება მისცა, გასცნობოდა მის ღირსშესანიშნავ მოღვაწეობას.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის 4 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მიიღო ტერ-მინასოვის წერილი იმის შესახებ, რომ იმ დღეს მის ვექსილს აზოვის ბანკში ვადა გასდიოდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 8 აპრილს მარჯორი უორდროპი სვიმონ წერეთელს წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად 100 მანეთს უგზავნიდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 17 აპრილს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორს საიდუმლოდ შეატყობინა, რომ თებერვალში გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა „ტენდენციური“ ფელეტონი „სურათები მოწაფეთა ცხოვრებიდამ“. ის გაზეთის მიმართ ადმინისტრაციული სანქციის გამოყენებას მოითხოვდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 18 აპრილს (იგრიკა) მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს მისი და ოლივერის ქერჩში გადასვლის შესახებ სწერდა და იმედოვნებდა, რომ საქართველოში ჩასვლასაც შეძლებდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის წერილი „ისტორიული სურათები“, რომელშიც საუბარია, როგორ ებრძოდა ქართული ეკლესია ავტოკეფალიის შენარჩუნებისთვის ჯერ ანტიოქიას, შემდეგ რუსეთს.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3) დაიბეჭდა ვახტანგ ორბელიანის (იბეჭდებოდა ვ.ო.– ს ფსევდონიმით) უსათაურო ლექსები და პეტერბურგში მყოფი სილოვან ხუნდაძის (იბეჭდებოდა სილოვანის ფსევდონიმით) ლექსი „აღდგომა“.

1896

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4–5) დაიბეჭდა ა. კავთელის (ალექსანდრე ცხვედაძე) „წერილი ივრის ხეობიდამ“ გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობების (ბანკის) დაარსების მნიშვნელობაზე.