ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48618

1873

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1873 წელს პარიზში გამგზავრებამდე ნიკო ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძეს მისი თხზულებების სრულად გამოცემის ნებართვა სთხოვა.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873-1875 წლებში მიხეილ იოვანეს ძე რეხვიაშვილი სა­კა­ოს წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი იყო.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წელს იაკობ გოგებაშვილმა პედაგოგიური საქმიანობა შეწყვიტა.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი 1873 წელს სოფელ ბოდბისხევში დაიბადა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის ჟურნალ „კრებულში“ დაიბეჭდა ივანე მესხის წერილი „ყმაწვილების აღზრდა შვეიცარიაში“.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს ივანე მირიანაშვილმა შვილი ალექსი თბილისში ჩამოიყვანა და ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში მიაბარა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს ალექსი მირიანაშვილმა სწავლა დაიწყო თბილისის ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს, ექვსი წლის ასაკში, იაკობ ფანცხავამ დაიწყო სწავლა ქართულ ენაზე.

1873

ტიპი: ღონისძიება

1876-1883 წლებში იაკობ ფანცხავა რეპეტიტორობიდან აღებული ფულით კლასგარეშე საკითხავ წიგნებს ყიდულობდა.

1873

ტიპი: განათლება

თედო სახოკიამ სკოლაში სწავლა 1873 წელს, ხუთი წლის ასაკში, დაიწყო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს, ხუთი წლის ასაკში თედო სახოკია სოხუმის მთიელთა სკოლაში მიაბარეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წელს ჟურნალ „კრებულში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძის ნაშრომი „სხვათა შორის“. ნაწარმოების ერთ თავში ავტორი ოსმალეთის მიერ დაპყრობილ საქართველოს და ქართველ მაჰმადიანებს აღწერს.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს, ხუთი წლის ასაკში თედო სახოკიას მამამ, ტიმოთემ სწავლა დააწყებინა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს წილკანში მღვდლად გამწესებულმა ზაქარია დედაბრიშვილმა შვილებიც თან წაიყვანა.

1873

ტიპი: განათლება

სკოლა, სადაც თედო სახოკია 1873 წელს, ხუთი წლის ასაკში მიაბარეს, რუსულენოვანი იყო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს სოხუმში თედო სახოკია დადიოდა აფხაზი ბავშვებისთვის გახსნილ მთიელთა სკოლაში.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკიას უშინსკის „Родное Слово“ შეასწავლეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს თედოს სახოკიასთვის ქართული ენის სწავლება მამამისმა ტიმოთემ თავის დიაკვანს, დიმიტრი ჭალაგანიძეს მიანდო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873-1876 წლებში, სოხუმის მთიელთა სკოლაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია გაკვეთილების შემდეგ თანატოლ რუს ბავშვებს სამხედრო ვარჯიშებს უტარებდა.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში თედო სახოკიას თანატოლი ბავშვებიდან ყველა რუსი იყო.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში, სადაც თედო სახოკია იყო მიბარებული, სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის საზაფხულო არდადეგების დროს ფესვის ამოღება შეასწავლა უფროსმა ძმა რომანოზმა იაკობ ფანცხავას.

1873

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1873-1876 წლებში მიხეილ ესაკია თედო სახოკიას სკოლის მეგობარი იყო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს შიო არაგვისპირელი და მისი ძმა მამამ დუშეთის სასწავლებელში მიაბარა.

1873

ტიპი: განათლება

1873-1877 წლებში შიო არაგვისპირელმა დუშეთის სასწავლებელში სწავლის პერიოდში ვერაფერი გაუგო რუსულ ანბანს და მისი ათვისება გაუჭირდა.