ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46487

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლიდან ყოველკვირეულ ჟურნალ „მეურნის“ გამოწერა მსურველებს ზუგდიდში ირაკლი ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილთან შეეძლოთ, ოჩამჩირეში – სპირიდონ ნორაკიძესთან, ხოლო ოქუმში – ივანე გეგიასთან.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ვასილ ქორჩილავამ შეადგინა და გამოსცა წიგნი „გრიგოლ განმანათლებელის მიერ ანგელოზის ხილვა და მისგან გამოკითხვა“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლიდან ყოველკვირეულ ჟურნალ „მეურნის“ გამოწერა მსურველებს საჩხერეში ყარამან ტარიელის ძე ჩხეიძესთან შეეძლოთ, ხიდისთავში – სიო გიორგის ძე ბერიძესთან.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს „ცნობის ფურცელზე“ ხელმოწერა რედაქციის გარდა ექვთიმე ხელაძის სტამბის კანტორაშიც შეიძლებოდა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წელს თავად-აზნაურთა ქარვასლაში მოწყობილი ბანკის საზაფხულო ბაღი გიორგი სხირტლაძეს ეკუთვნოდა. ბაღში შუადღიდან უკრავდა სამხედრო მუსიკა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიამ ი. ვარშავსკი პეტერბურგის ექსპერიმენტული მედიცინის საიმპერატორო ინსტიტუტში შავი ჭირის საწინააღმდეგო ახალი საშუალების შესასწავლად გაგზავნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში იოსებ მაისურაძე მთავრობის განკარგულებით გორის სამაზრო მმართველობის კანცელარიის მოხელედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით გიორგი ჟურული ქართული ენის ცენზორის თანამდებობაზე დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში თბილისის მესამე გიმნაზიის დირექტორად ა. კოზიულკინი დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში ნ. რ. ერისთავიშვილმა და მისმა მეუღლემ ქართული თეატრის დასახმარებლად ათი თუმანი გაიღეს და საზოგადოების სამუდამო წევრები გახდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში იაკობ გოგებაშვილი მძიმედ იყო ავად ინფლუენციით. მას მიხეილ გედევანიშვილი მკურნალობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში გორის მაზრის მემამულეების სამეურნეო ამხანაგობის კრებას ესწრებოდა აკაკი წერეთელი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში სათავადაზნაურო ქარვასლის გამგებელი კომისიის წევრებად დაინიშნენ: ნიკოლოზ ერისთავი, მიხეილ ისარლოვი და ი. ხერხეულიძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვრამდე სათავადაზნაურო ქარვასლის გამგებელი კომისიის წევრები იყვნენ: გიორგი სპირიდონის ძე განძიელი, ალ. სავანელი და ნიკოლოზ არჯევანიძე. ხოლო თავმჯდომარე – სულხან ჭავჭავაძე. იანვრის შემდეგ ამ გამგეობამ ფუნქციონირება შეწყვიტა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში გორის კლუბის დარბაზში გაიმართა გორის მაზრის მემამულეების სამეურნეო ამხანაგობის კრება, რომელზეც უნდა აერჩიათ გამგეობისა და კომიტეტის წევრები. კრების თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონი, თუმცა კონსტანტინემ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე არ აიღო, რადგან, მისი თქმით, კარგად არ იცნობდა საქმის ვითარებას. ხელმეორედ გამართული არჩევნების შედეგად თავმჯდომარედ ნიკოლოზ ერისთავი დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვრიდან, იანოვსკის მოხსენების მიხედვით, სტიპენდიები დაენიშნათ მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტებს: ლეონიდ მაყაშვილს, ნიკოლოზ ელიავას, კონსტანტინე ელიოზოვსა და ივან სტანიშევსკის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში დაგეგმილი იყო თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა კრება, რომლის შესახებაც თავად-აზნაურებს მიხეილ პეტრეს ძე ისარლოვმა აუწყა. ასევე მოითხოვა, რომ კრების დაწყებამდე წარედგინათ საბუთები, რომლითაც დაადასტურებდნენ არჩევნებში მონაწილეობისა და თავად-აზნაურთა საქმეების განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლებას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძემ ქალაქის გამგეობის წევრებს დაავალა, თვალყური ედევნებინათ სახელოსნო გამგეობის მოქმედებისა და საქმის წარმოებისთვის. სახელოსნო გამგეობის წევრებს კი დაევალათ, რომ აღარ გამოერთმიათ ხელოსნებისთვის ბილეთებში სამ მანეთზე მეტი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული დაინიშნა კავკასიის საცენზურო კომიტეტის უმცროსი ცენზორის თანამდებობაზე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული დაინიშნა კავკასიის საცენზურო კომიტეტის უმცროსი ცენზორის თანამდებობაზე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში ივანე ამილახვარი კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს გამოვიდა ქაიხოსრო გელოვანის ლექსების კრებული. წიგნი იყიდებოდა სამ შაურად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს კოდორში, სოხუმის ოლქში გაიხსნა დიმიტრი მაჭუტაძისა და თეიმურაზ ჩაჩავას ხე-ტყის ქარხანა. ეს იყო ერთადერთი ქარხანა კავკასიაში, რომელშიც ამზადებდნენ წაბლის ფიცრებს.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წელს გომარეთის სკოლის მასწავლებელ თომა კევლიშვილის ჯამაგირი 100 მანეთს შეადგენდა.